სპორტული გამომცემლობა Le10 Sport-ი იუწყება, რომ მომავალ ზაფხულს პსჟ-ს გეგმებში ორი მეკარე შედის, "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯი, დავიდ დე ხეა და "ატლეტიკოს" მეკარე, იან ობლაკი, რომელსაც კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს მადრიდულ კლუბთან, ხოლო ყიდვის შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტ, ნასერ-ალ ხელაიფის, სლოვენიელ მეკარეში, გამოსასყიდი თანხის 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
რაც შეეხება დავიდ დე ხეას, მას კონტრაქტის თანახმად "იუნაიტედში" 2019-წლამდე მოუწევს ყოფნა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ესპანელი მეკარის კონტრაქტს კომპენსაციის ოდენობა არ გააჩნია, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კონტრაქტში მითითებულ დრომდე ის "იუნაიტედის" ღირსებას დაიცავს.
წყაროს ცნობით, პარიზული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ანტერო ენრიკემ, უკვე შეატყობინა აგენტ ჟორჟე მენდეშს დე ხეას შესახებ და განაცხადა, რომ გარიგება შესაძლოა შედგეს.