თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2017, 15:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2940,
კომენტარები: 10
რატომ არ შეიძინა "იუნაიტედმა" ზიდანი
ედუარდსი წარსულს იხსენებს.
რატომ არ შეიძინა
"მანჩესტერ იუნაიტედის" დამსახურებული პრეზიდენტი მარტინ ედუარდსი იხსენებს ხუთ ფეხბურთელს, რომელთა გადაბირებაც არ გამოუვიდა, როცა კლუბის მდივანი იყო.

ედუარდსის თქმით, სატრანსფერო ბაზარზე მის უდიდეს სინანულს ხუთი ფეხბურთელი წარმოადგენდა, რომელთაგან ერთ-ერთი ზინედინ ზიდანი, დანარჩენი ოთხი კი ინგლისელები, ჯონ ბარნი, პოლ გასქოინი, გარი ლინეკერი და ალან შირერი იყვნენ.

თითოეული მათგანი იმდენად წარმატებული იყო კლუბსა და ნაკრებში, რომ თავიანთი კვალი დატოვეს ფეხბურთში, რაც ცხადყოფდა, რომ ისინი "იუნაიტედის" ლეგენდებიც გახდებოდნენ.

თავისი ახალი წიგნის, "წითელი დიდების" გამოცემის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ედუარდსმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

"პოლ გასქოინი ერთ-ერთი იყო, ვინც ხელიდან გავუშვით. გვეგონა, რომ ჩვენთან მოდიოდა, მაგრამ "ტოტენჰემში" გადავიდა. ვფიქრობ, ამაში ბოლო წამებში ჩარევამ მოახდინა გავლენა.

მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი ალან შირერის თაობაზეც და მის შემთხვევაშიც მეგონა, რომ გადმოვიდოდა. მაგრამ "ბლექბერნის" მფლობელ ჯელ უოლქერს ძალიან არ უნდოდა, რომ მისი მომდევნო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" გამხდარიყო. საკითხი ისე დააყენა, მხოლოდ ჩემს გვამზე გადაბიჯებით თუ წაიყვანთო, მაგრამ შემდეგ "ნიუკასლში" გაუშვა.

როგორც იცით, გარი ლინეკერი "ევერტონში" გადასვლას აპირებდა და მისმა აგენტმა ჯონ ჰოლმსა დამირეკა: "მატარებლით ჩასვლას და "ევერტონთან" კონტრაქტის გაფორმებას ვაპირებთ, მაგრამ მისი პირველი არჩევანი "მანჩესტერ იუნაიტედია", თუკი გსურთ მისი შეძენა." ყურმილი რონ ატკინსონს გადავეცი და მან უთხრა: "უკვე ოთხი თავდამსხმელი მყავს. უკანასკნელი რამ, რაც გვჭირდება, კიდევ ერთი თავდამსხმელია." ასე რომ, ეს ვარიანტიც გავუშვით ხელიდან.

ჯონ ბარნსის შემთხვევაში კი გრემ ტეილორმა დაურეკა ალექს ფერგიუსონს რათა გაეგო, სურდა თუ არ ამისი შეძენა, მაგრამ ალექსმა არ შეიძინა, რადგან ეს მისი პირველი სეზონი იყო, გუნდში იესპერ ოსლენი ჰყავდა და სურდა, ენახა, იესპერი როგორ გაართმევდა თავს, ბარნსი კი "ლივერპულში" გადავიდა.

როცა ზიდანი "ბორდოში" თამაშობდა, ლეს კერშოუმ, მთავარმა სკაუტმა მითხრა, რომ მისით უნდა დავინტერესებულიყავით და ეს ამბავი ალექსს შევატყობინე. ალექსმა კი მითხრა, რომ ზიდანი კანტონამაც აღნიშნა, მაგრამ ალექსს მიაჩნდა, რომ ზიდანი და ერიკი ერთსა და იმავე პოზიციაზე თამაშობდნენ.

"კრისტალ პალასთან" მომხდარი ინციდენტის შემდეგ საფრანგეთში ჩასული ფერგიუსონის მიხვდა, რომ ზიდანის მოყვანის შემთხვევაში ერიკის პოზიციას ზიანი მიადგებოდა, ამიტომ ერიკს ენდო".


ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
8 ოქტომბერი 2017 15:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზიდანს რომ აქ ეთამაშა love წარმომიდგენია რა გუნდი იქნებოდა
0
№2
ავტორი: Lalana
8 ოქტომბერი 2017 16:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ნამდვალად კარგი იქნებოდა ზიზუს მანჩესტერის მაისურით ხილვა.ერიკი ნამდვილად ძალიან მიყვარს მაგრამ ზიდანის აქ ყოფნა სულ სხვანაირს გახდიდა ეშმაკებს.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
8 ოქტომბერი 2017 17:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე რო მივყვეთ ვენგერს მთელი საფეხბურთო სამყარო და ლეგენდები უნდა ყოლოდა გუნდში wink
0
№4
ავტორი: ikeoni
8 ოქტომბერი 2017 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ra kacii gavmazet magis meloti dedas ******ii)))
0
№5
ავტორი: temo-scholes
8 ოქტომბერი 2017 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ჯონ ბარნის გარდა ყველა მაგარი შენაძენი იქნებოდა და დარწმუნებული ვარ მინიმუმ 2ით მეტი ლიგის თასი გვექნებოდა...
0
№6
ავტორი: Svanchester
8 ოქტომბერი 2017 18:05
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მანჩესტერის ერთ ერთი ლეგენდა გახდებოდა ზიდანი
0
№7
ავტორი: GGMU10
8 ოქტომბერი 2017 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
chans tu rogor afasebda manchesteri tavis fexburtelebs :))
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
8 ოქტომბერი 2017 23:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ჩემი აზრით სწორიც გააკეთა ბაბუმ.გყავდეს კანტონა და ასეთი ქარიზმა სკამზე დაალპო მაშინ ისტორიას ვერ შექმნი.ბაბუმაც ისტორია არჩია და მიტომაც იყო გენია.საკუთარ ფეხბურთელს თუ არ დააყენებ უფრო მაღლა ვერაფერს ვერ მიაღწევ.მიტო ეკავა სულ პალაჟენია გუნდში
1
№9
ავტორი: stepno
8 ოქტომბერი 2017 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
babuu mainc babuaaa raa :-D
0
№10
ავტორი: Phil Jones
9 ოქტომბერი 2017 00:13
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ზიდანი მაშინ რომმ გადსმოსულიყო მაინც წავიდოდა მერე რეალში, არ იყო პრემიერლიგა იტალიის და ესპანეთის დონის მაშინ ეს ვაღიაროთ. აი შირერი რო მოსულიყო თავის დროზე დარწმუნებული ვარ დღეს ძეგლი იდგებოდა ფერგიოსონის გვერდით შირერის და ინგლისის ნაკრებისთვისაც უკეთესი იქნებოდა ბევრად.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top