ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, დენი ბლინდი, რომელიც ამავდროულად, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მოთამაშე მცველის, დეილი ბლინდის მამაა, აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედში" გამოკვეთილი 6 ფავორიტი ყავს, რომლის გარშემოც გუნდს აყალიბებს.
ჩამონათვალი შემდეგნაირია: დავიდ დე ხეა, ანტონიო ვალენსია, ნემანია მატიჩი, პოლ პოგბა, რომელუ ლუკაკუ და ჰენრიხ მხითარიანი, ბლინდის აზრით, ეს ექვსეული გუნდის ხერხემალია.
"ხშირად აკეთებს არჩევანს მარსიალსა და რეშფორდს შორის, ამ ორ ფეხბურთელს შორის გამოკვეთილი არცერთია, ისევე, როგორც გამოკვეთილად არ ჰყავს დეილი ბლინდი, ეშლი იანგი და მატეო დარმიანიც" - ციტირებს Ziggo Sport დენი ბლინდის სიტყვებს.