მესუთ ოზილს მოურინიო ადგილს გაუთავისუფლებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ხუან მატას გაყიდის, თუკი მესუთ ოზილს შეიძენს.
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ ელოდნენ, რომ პორტუგალიელი მატას გუნდიდან გაუშვებდა, მაგრამ ესპანელმა მის გუნდში თავის დამკვიდრება და სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრობის უფლება მოიპოვა.
თუმცა, მიუხედავად მატას სიმყარისა, ოზილი თავის მომავალ კლუბად მაინც "მანჩესტერ იუნაიტედს" აირჩევს, ვინაიდან გერმანელის შეძენის შემთხვევაში "წითლები" ესპანელს გამოემშვიდობებიან.
"იუნაიტედის" შეტევა ისედაც იმდენად გადატვირთულია ფეხბურთელებით, რომ ენტონი მარსიალს, რომელსაც სეზონის შთამბეჭდავი სტარტი აქვს, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს, ოზილის მისვლა კი ამ სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს, ამ სიტუაციაში კი მატა იქნება სუსტი რგოლი.
29 წლის ფეხბურთელი გულშემატკივრებისა და მწვრთნელის კეთილგანწყობას იმსახურებს, მაგრამ ცხადია, რომ მას სტაბილურობა აკლია, რის გამოც მოურინიო ეძებს ფეხბურთელს, რომელიც მის გუნდს სწორედ სტაბილურობას შემატებს და ასეთ მიაჩნია გერმანელი, რომელსაც მადრიდის "რეალში" წვრთნიდა.
წყარო:
M.E.N.