ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ "ბენფიკა" "მანჩესტერ იუნაიტედის" უმთავრესი მეტოქეა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც პორტუგალიურმა კლუბმა ორი მარცხით დაიწყო.
ერთწლიანი უქმობის შემდეგ "იუნაიტედი" შთამბეჭდავად დაბრუნდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, სადაც უკვე გაანადგურა "ბაზელი" და ცსკა.
საპირისპირო შედეგი აჩვენა "ბენფიკამ", რომელმაც საშინაო მარცხი განიცადა მოსკოვურ კლუბთან 1-2 ანგარიშით, ორ კვირაში კი "ბაზელთან" გასვლაზე განადგურდა 5-0.
თუმცა, მოურინიო ამას არაფრად თვლის და თავისი სამშობლოს წარმომადგენლებს ჯგუფში ყველაზე რთულ მეტოქეებად მიიჩნევს.
"შვეიცარიაში განცდილი მარცხი არ ცვლის ჩემს წარმოდგენას "ბენფიკაზე" და მათ კვლავ მივიჩნევ უმთავრეს მეტოქედ ჩემპიონთა ლიგაზე.
მათმა ცუდმა სტარტმა არანაირად არ დააკნინა წინამდებარე ორ მატჩთან ჩემი მიდგომა. ისინი "ბაზელსა" და ცსკა-ზე უკეთესები არიან", - განაცხადა ჟოზემ.