"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ მხოლოდ 30 წუთი ითამაშა ბელგიის ნაკრების რიგებში და ბორნიის ნაკრებთან მატჩს მუხლის ტრავმით გამოეთიშა.
ფელაინის აქილვესის მყესის პრობლემა აღმოაჩნდა, მაგრამ დღევანდელ მატჩში მწვრთნელმა იგი მაინც გაამწესა, მიუხედავად იმისა, რომ მის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა.
1-0 ანგარიშზე 30 წლის ფეხბურთელს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ლინდერ დენდონკერმა ჩაანაცვლა.
"იუნაიტედი" მის მდგომარეობას დააკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, ითამაშებს თუ არა ფელაინი მომდევნო შაბათს "ლივერპულთან" მატჩში.