"ნაპოლის" ყოფილი სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად აკვირდება ნეაპოლური კლუბის შემტევს, დრის მერტენსს.
გასულ ზაფხულს პრესა იტყობინებოდა, რომ მერტენსით "არსენალიც" ინტერესდებოდა და გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ "მეთოფეები" დრისს სეზონის ბოლოს მიუბრუნდებიან.
თუმცა, 30 წლის მერტენსის შეძენაში, რომლის ტრანსფერის გამოსყიდვაც 25 მილიონ ფუნტად შეიძლება, "არსენალს" "იუნაიტედი" შეეცილება. "როგორც ჩანს, 28 მილიონი ევრო არ არის ძვირი იმის მიუხედავად, რომ ის 30 წლისაა. "იუნაიტედი" ძალიან ყურადღებით აკვირდება მას", - განაცხადა მარინომ.