თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2017, 22:08
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1430,
კომენტარები: 8
დიდებული შვედი 36 წლისაა
მცირე ექსკურსი ზლატანის წარსულში.
დიდებული შვედი 36 წლისაა
მოგეხსენებათ 3 ოქტომბერს, დიდებულ შვედ ფეხბურთელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს 36 წელი შეუსრულდა, ამასთან დაკავშირებით გთავზობთ მცირე ისტორიას, მისი განვლილი წლების შესახებ, რომელიც მან საფეხბურთო სამყაროს მიუძღვნა.

''აიაქსი" - იბრაჰიმოვიჩის პირველი გუნდი, რომელშიც მან მშობლიური ქვეყნის გარეთ იასპარეზა და შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა თავი ამსტერდამს, სადაც იგი ჩამოყალიბდა, გაიზარდა, დაიხვეწა და იქცა მნიშვნელოვანი ევროპული სტანდარტების მქონე თავდამსხმელად. სამი წლის განმავლობაში, მან ქვეყნის ჩემპიონატის მოგება ორჯერ შეძლო, როდესაც შეხვედრაში გარდატეხის შეტანა იყო საჭირო, ზლატანი, მისი შესანიშნავი მოქმედებებით, რასაც აუცილებლად მნიშვნელოვანი გოლები მოჰყვებოდა მანდ იყო. სწორედ აქედან იწყება, მისი არანაკლებ შესანიშნავი სანაკრებო კარიერა, შვედეთის ნაკრებში, ხოლო ამსტერდამში, მისი ჩინებული მოღვაწეობის შემდგომ, მან იტალიას მიაშურა, კონკრეტულად მისით ''იუვენტუსი'' მოიხიბლა.

"ბარსელონა" - დიდებული კლუბი, სადაც შვედმა, თავის დამკვიდრება და ისტორიის დაწერა ვერ მოახერხა გარკვეული მიზეზებისდაგამო. "ბარსა", უდაოდ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ იქ გატარებულ პერიოდს კარგად ნამდვილად ვერ გავიხსენებ, რადგან სიტუაციას სრულიად აკონტროლებდა პეპ გვარდიოლა, იმდროინდელ "ბარსას" ფეხბურთელებს შევადარებდი ბეჯით მოსწავლეებს, რომლებიც პირღია უსმენდნენ მწრთვნელის მითითებებს, ხოლო საკუთარი მოსაზრებები არავის გააჩნდა, რის შედეგადაც შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს გავდა საბავშვო ბაღს" - მკაფიო განცხადება გააკეთა იბრაჰიმოვიჩმა, როდესაც ჟურნალისტებმა მას ამ პერიოდის გახსენება სთხოვეს. ამ ყველაფრის შემდგომ, ცალსახა იყო ზლატანი კლუბში ვერ დარჩებოდა და მან კვლავ იტალიას მიაშურა.

არსენ ვენგერი - მეტად საინტერესო ფაქტი მოხდა, ვენგერსა და ზლატანს შორის მაშინ, როდესაც 2000 წელს იბრჰიმოვიჩი ვენგერის რადარზე მოხვდა. წყაროს ცნობით, მეთოფეთა თავკაცმა, ახალგაზრდა ზლატანს გაუგზავნა კიდეც გუნდის მაისური, სადაც ნომერი ცხრა იყო მითითებული, ხოლო ზლატანის გვარი მაისურზე ამოტვიფრული, თუმცაღა შეცდომა მდგომარეობს შემდეგში, რამაც ამ ტრანსფერის ჩაშლა გამოიწვია, კერძოდ, ვენგერმა იმის ნაცვლად რომ ფეხბურთელისთვის პირად კონტრაქტზე დაეწყო მოლაპარაკებები, მან ზლატანს გუნდში გადასამოწმებელ ვარჯიშებზე უხმო, რამაც შვედი გაანაწყენა და ტრანსფერიც არ შედგა.

ცხვირი - სახალისო ინფორმაციასაც გადავაწყდით სტატიაში, სადაც მოხსენიებულია მისი არცთუისე მცირე ზომის ცხვირი. გავიხსენოთ "იუნაიტედისა'' და "ფეიენოორდის'' შეხვედრა, სადაც ფანებმა ზლატანის ცხვირზე ინსცენირება მოახდინეს და მას სიმღერაც კი მიუძღვნეს, სიმღერის ტექსტი შემდეგნაირად ჟღერდა ''მისი სახელია ზლატანი, მისი ცხვირი კი თამაშგარეშია".

ოგუჩი ონიევუ - ამერიკელი მცველი, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე თამაშობდა ზლატანთან ერთად ერთ გუნდში, კერძოდ ''მილანში", იხსენებს მომენტს, სადაც მან ცადა შვედ ფეხბურთელთან კონლიქტის შედეგად გამოწვეულ ხელჩართულ ჩხუბში გადასვლა, თუმცა ის უბრალოდ ნასიამოვნები დატოვა მან. ალბათ მიმიხვდებით, რომ ეფექტური მოძრაობების შედეგად, ონიევუ უძლური დატოვა მის წინაშე. ხოლო ამის შემდგომ ისინი უბრალოდ დამეგობრდნენ. ზლატანს ყველასთან კარგი ურთიერთობა შეეძლო, ის შესანიშნავი პიროვნება გახლდათ, იუწყება ამერიკელი.

პოლიგლოტი ზლატანი - საფეხბურთო კარიერამ, განვლილმა წლებმა, გატარებული სხვადასხვა ქვეყნებში, ზლატანს მისცა საშუალება შეესწავლა ამათუიმ ქვეყნის კულტურა, ენა, ის რაოდენ გასაოცარიც არუნდა იყოს, ფლობს ხუთ სალაპარაკო ენას, სრულიად დამსახურებულად მას პოლიგლოტი უწოდეს.

რეკორდები - მის ანგარიშზე ბევრი მიღწევაა, უბრალოდ მოკლედ გეტყვით ორ შესანიშნავ რეკორდს, რომელიც მან მოხსნა, კერძოდ პსჟ-ს შემადგენლობაში ასპარეზობისას, რომლის დროსაც, ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა კლუბის ისტორიაში, ხოლო მეორე რეკორდი ეკუთვნის, ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი, შვედეთის ნაკრებში.

სილვესტერ სტალონე - ზლატანის საყვარელი მსახიობი. ერთხელ იბრამ ამის შესახებ იხუმრა, რომ მასზე გადაღებულ ფილმში, ზლატანის როლის შესრულება სილვესტერ სტალონეს მოუწევდა.

სვირინგები - მან სხეულზე უბრალოდ სამხატვრო ხელოვნება შექმნა, რაც უმრავმა ტატუ ნახატისა და წარწერის არსებობამ განაპირობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს დროებითი იყო. ერთ-ერთი ასეთი დიდებული ნახატი, შემდეგნაირი იყო, სადაც გაკეთებული იყო წარწერა ''მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩემი განსჯა". თავგადასავლები არ შემწყდარა და მან დროის გარკვეული მონაკვეთით ტანზე 50 ბავშვის, ქალის თუ კაცის სახელი ამოისვირინგა, რომლებიც მსოფლიო მაშტაბით შიმშილობდნენ. ამით მან ამ პრობლემის ხაზგასმას თავისებურად შეუწყო ხელი. ეს წარწერები მან გულშემატკივრის წინაშე, ლიგა 1-ში გატანილი გოლის შემდეგ, გახდილი მაისურის შედეგად პირველად წარადგინა სტადიონზე.

მისი ჰობი - ფეხბურთის შემდეგ მისი ყველაზე დიდი გატაცება ავტოინდუსტრია და ნადირობაა. მისი ავტოფარეხი 30-მდე მანქანას ითვლის. საინტერესო ის არის, რომ მათ თითოეულ ძრავის სახურავზე ნადირია გამოსახული, ხოლო ზლატანი იარაღით ჩასაფრებული.

ხოსეპ გვარდიოლა - მასთან არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს ჩვენს იუბილარს, მისი განცხადებით, ის შესანიშნვი მწვრთნელია, თუმცა "ბარსელონაში" მესის მეტს ვერავის ხედავდა, ის იყო მისი საყრდენ მამოძრავებელი. "როდესაც მისგან ვერ მივიღე, რაც მინდოდა, მე უბრალოდ ვუთხარი, რომ მას არ აქვს კვერცხები და თავისი ადგილი მივუჩინე"- განაცხადა ზლატანმა.

''მე ზლატანი იბრაიმოვიჩი'' - მცირე ექსკურსის ბოლოს, მისი ავტობიოგრაფიული წიგნი, წაიკითხეთ ყველამ, რომ ბოლომდე გაითავისოთ ის ურთულესი გზა, რაც მან გაირა წარმატების მისაღწევად, შესანიშნავი ნაწარმოები, რომელიც მის ცხოვრებას გვიყვება.

წყარო: soccer.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
6 ოქტომბერი 2017 22:11
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
აუცილებლად მინდა შევიძინო ეს წიგნი.ამ სტატიითაც კი უდიდესი სიამოვნება მივიღე,წიგნზე ხო საუბარი ზედმეტია..უბრალოდ გულდასაწყვეტია ესეთი ადამიანები ადრე თუ გვიან რომ უნდა წავიდნენ დიდი სპორტიდან.ზლატან ჩვენთან წელს შეუძლებელი უნდა შეძლო შენთვის ეს ასაკი მხოლოდ ციფრებია
0
№2
ავტორი: iuristi
6 ოქტომბერი 2017 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ციტატა: Svanski
აუცილებლად მინდა შევიძინო ეს წიგნი.ამ სტატიითაც კი უდიდესი სიამოვნება მივიღე,წიგნზე ხო საუბარი ზედმეტია..უბრალოდ გულდასაწყვეტია ესეთი ადამიანები ადრე თუ გვიან რომ უნდა წავიდნენ დიდი სპორტიდან.ზლატან ჩვენთან წელს შეუძლებელი უნდა შეძლო შენთვის ეს ასაკი მხოლოდ ციფრებია


ეჰ ნეტა ადრე მოსულიყო. წარმომიდგენია რონალდუ რუნი ტევესი ზლატანი ეჰ.
0
№3
ავტორი: ikeoni
6 ოქტომბერი 2017 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
მალე დაბრუნდი ბებეროო love
0
№4
ავტორი: Svanchester
6 ოქტომბერი 2017 23:24
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: iuristi
ციტატა: Svanski
აუცილებლად მინდა შევიძინო ეს წიგნი.ამ სტატიითაც კი უდიდესი სიამოვნება მივიღე,წიგნზე ხო საუბარი ზედმეტია..უბრალოდ გულდასაწყვეტია ესეთი ადამიანები ადრე თუ გვიან რომ უნდა წავიდნენ დიდი სპორტიდან.ზლატან ჩვენთან წელს შეუძლებელი უნდა შეძლო შენთვის ეს ასაკი მხოლოდ ციფრებია


ეჰ ნეტა ადრე მოსულიყო. წარმომიდგენია რონალდუ რუნი ტევესი ზლატანი ეჰ.

ძველი მანჩესტერი ზლატანის გარეშეც დიდებული იყო,წინაღმდეგ შემთხვევაში ბაბუს ვინ დაასწრებდა ზლატანის ყიდვას არ ჭირდებოდა
0
№5
ავტორი: Phil Jones
7 ოქტომბერი 2017 00:22
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: Svanski
ციტატა: iuristi
ციტატა: Svanski
აუცილებლად მინდა შევიძინო ეს წიგნი.ამ სტატიითაც კი უდიდესი სიამოვნება მივიღე,წიგნზე ხო საუბარი ზედმეტია..უბრალოდ გულდასაწყვეტია ესეთი ადამიანები ადრე თუ გვიან რომ უნდა წავიდნენ დიდი სპორტიდან.ზლატან ჩვენთან წელს შეუძლებელი უნდა შეძლო შენთვის ეს ასაკი მხოლოდ ციფრებია


ეჰ ნეტა ადრე მოსულიყო. წარმომიდგენია რონალდუ რუნი ტევესი ზლატანი ეჰ.

ძველი მანჩესტერი ზლატანის გარეშეც დიდებული იყო,წინაღმდეგ შემთხვევაში ბაბუს ვინ დაასწრებდა ზლატანის ყიდვას არ ჭირდებოდა

გეთანხმები, დაჟე ზედმეტიც კი იქნებოდა, მაგრამ არა რონალდოს წასვლის მერე, აი ეს რო პსჟში გადავიდა მაგ დროს რო გადმოსულიყო სუ სხვა ამბავი იქნებოდა.
0
№6
ავტორი: Svanchester
7 ოქტომბერი 2017 01:11
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: Phil Jones
ციტატა: Svanski
ციტატა: iuristi
ციტატა: Svanski
აუცილებლად მინდა შევიძინო ეს წიგნი.ამ სტატიითაც კი უდიდესი სიამოვნება მივიღე,წიგნზე ხო საუბარი ზედმეტია..უბრალოდ გულდასაწყვეტია ესეთი ადამიანები ადრე თუ გვიან რომ უნდა წავიდნენ დიდი სპორტიდან.ზლატან ჩვენთან წელს შეუძლებელი უნდა შეძლო შენთვის ეს ასაკი მხოლოდ ციფრებია


ეჰ ნეტა ადრე მოსულიყო. წარმომიდგენია რონალდუ რუნი ტევესი ზლატანი ეჰ.

ძველი მანჩესტერი ზლატანის გარეშეც დიდებული იყო,წინაღმდეგ შემთხვევაში ბაბუს ვინ დაასწრებდა ზლატანის ყიდვას არ ჭირდებოდა

გეთანხმები, დაჟე ზედმეტიც კი იქნებოდა, მაგრამ არა რონალდოს წასვლის მერე, აი ეს რო პსჟში გადავიდა მაგ დროს რო გადმოსულიყო სუ სხვა ამბავი იქნებოდა.

მაგ დროს რო გადმოსულიყო კაი სტაჟი ექნებოდა უკვე ჩვენთან..
0
№7
ავტორი: gache1991
7 ოქტომბერი 2017 10:09
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
+ amas:) shvedur enashi sityvad daamates zlatanera rac dominirebas nishnavs:))xoda kide saertod araa shvedur:))bosnielia mgoni
0
№8
ავტორი: stepno
7 ოქტომბერი 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
საუკეთესო ხარ ზლატან ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top