"ინტერის" ხორვატი ფეხბურთელი, ივან პერიშიჩი შესაძლოა, "იუნაიტედში" მომდევნო ზაფხულს გადავიდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ განახლდეს, რადგან "ინტერთან" ხორვატის კონტრაქტი გამოსასყიდ თანხას ითვალისწინებს. ეს თანხა კი 60 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" ფეხბურთელით ამ ზაფხულს იყო დაინტერესებული, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და ყველაფერი ივანის მიერ "ინტერთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებით დათავრდა.