წარსულში ცნობილმა მეკარემ და ახლა ექსპერტმა, შაკა ჰისლოპმა პელეგრინის "იუნაიტედში " შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
"ის ძალიან ტექნიკურია, ბურთთან მუშაობა უყვარს. ვფიქრობ, ის "იუნაიტედში" გადავა. ამას აზრი აქვს. თქვენ თუ დიდი ფულის გადახდა შეგიძლიათ, პელეგრინი სწორედ ისაა, ვისშიც შეგიძლიათ დააბანდოთ.
თუ "იუნაიტედს ვინმე სურს, ისინი ამ მიზნისკენ ისწრაფვიან. ვფიქრობ, ეს გარიგება კლუბისთვისა და მოთამაშისთვის კარგი იქნება."- გააცხხადა ექსპერტმა.
პელეგრინი "რომას" აღზრდილია, მაგრამ სახელი "სასუელოში" გაითქვა. საბოლოოდ "რომამ" ის გამოისყიდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, გაზეთები ამტკიცებენ, რომ 2018 წელს ის "იუნაიტედის" მოთამაშე გახდება.