სლოვენიასთან მატჩის შემდეგ მარკუს რეშფორდმა უამრავი საქებარი შეფასება მიიღო. მაგალითად:მარტინ კიოუნისგად და რაიან გიგზისგან.
მარტინ კიოუნი "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი:"მე მომწონს მარკუსის თამაში. ის მეტოქეების წინაშე რთულ ამოცანებს სვამს. რონალდუმ, ბეილმა და მესიმ ვინგერობიდან დაიწყეს და ახლა რეშფორდიც უფრო მეტად უნდა გადაადგილდეს ცენტრში.
ვფიქრობ ის მსოფლიო დონის მოთამაშე გახდება. ასეთ მოთამაშეებს გამოკვეთილი პოზიცია არა აქვთ. მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხენა ვინგერის პოზიცია მხოლოდ სასტარტო უნდა იყოს."
მარტინს მხარი გიგზმაც დაუჭირა.
რაიან გიგზი:'მარკუსი მრავალფეროვანი მოთამაშეა და ეს ძალიან კარგია. მას რთულად თამაშიც შეუძლია და უბრალოდ პასის მიცემაც. სლოვენიის ქომაგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა:"ახლოს რატომ არ შეიძლება ვეთამაშოთ?" მიხვალთ მასთან ახლოს და ის თქვენ გაგექცევათ და მაშინ სერიოზული პრობლემები დაიწყება. მას ყველაფერი აქვს."