"მანჩესტერ იუნაიტედის" იტალიელი მარჯვენა მცველის, მატეო დარმაინის განცხადებით, იგი არ ნანობს ინგლისურ გრანდში გადასვლას. 27 წლის იტალიელი, "იუნაიტედს" 2015 წლის ზაფხულში "ტორინოდან" შეუერთდა. პირველ სეზონში დარმიანმა ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
თუმცა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ინგლისური გრანდი დატოვა და მისი ადგილი ჟოზე მოურინიომ დაიკავა, იტალიელის როლი კლუბში საგრძნობლად შეიცვალა, იგი დიდად ვერ სარგებლობს ჟოზეს ნდობით. გასულ სეზონში, მატეომ ინგლისის პრემიერ ლიგაში 18 შეხვედრა ჩაატრა და აქედან მხოლოდ ერთი შეხვედრა დაიწყო სასტრატო შემადგენლობაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დარმიანი მაინც არ ნანობს "იუნაიტედში" გადასვლას. მან ერთ-ერთ საინფორმაციო წყაროს შემდეგი რამ განუცხადა:"მე მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლას არ ვნანობ, ჩემი გადაწყვეტილებით ძალაინ ბედნიერი ვარ, თუმცა არ ვიცი რა იქნება მომავალში, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს მომეცეს იმის საშუალება რომ სამშობლოში დავბრუნდე სათამაშოთ."
გარდა ამისა იტალიელმა, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯამპეირო ვენტურა და ჟოზე მოურიონიო შეადრა ერთმეთს. "ორივე სპეციალისტი დიდი ყურადღებას უთმობს სათამაშო დეტალებს. იტალიასთან შედარებით ინგლისში ტაქტიკას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, ვენტურა დიდ ყურადღებას უთმობს ტაქტიკურ მხარეს. ჟოზე უკვე მეორე წელია რაც "იუნაიტედშია" და ცდილობს საკუთარი იდეების განხორციელება სურს, ვფიქრობ მას ეს ყველაფერი იდეალურად გამოსდის, იგი დიდბული მწვრთნელია, რომელსაც მუდმივად სურს ტიტულების მოგება. მისი ეს სურვილი ფეხბურთელებსაც გადაეცემათ. სეზონი შესანიშნავათ დავიწყეთ, იმედია ესე გავაგრძელებთ და ჩვენს დასახულ მიზანს ბოლომდე მივიყვანთ."