"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი მატეო დარმიანი აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას არ ნანობს, მაგრამ სერია A-ში დაბრუნებისთვის მზად არის.
ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ იტალიელმა საბოლოოდ წააგო მარჯვენა ფლანგზე კონკურენცია ანტონიო ვალენსიასთან. საპირისპირო ფლანგზე კი პორტუგალიელი დეილი ბლინდს ან ეშლი იანგს ამჯობინებს.
მიუხედავად ასეთი ვითარებისა, მატეო არ ნანობს, რომ ორი წლის "იუნაიტედში" გადასვლას დათანხმდა და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდება.
"არ ვნანობ მაშინ მიღებულ გადაწყვეტილებას. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, კვლავ იგივე არჩევანს გავაკეთებდი. დიახ, ყოველ ფეხბურთელს სურს უფრო ხშირად თამაში, მაგრამ მე ბევრს ვშრომობ და ბოლომდე ვიხარჯები.
არ უარვყოფ, რომ იტალიურ ფეხბურთს თვალს ვადევნებ, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. თუკი მომეცემა დაბრუნების საშუალება, გააზრებულ გადაწყვეტილებას მივიღებ", - განაცხადა დარმიანმა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.