რომელუ ლუკაკუ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ შაბათს გასამართ შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა H ჯგუფის ბოლო მატჩამდე შეიძლება გამოჯანმრთელდეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის თამაში ნაკრებში გამოძახების დღიდანვე საეჭვოა და მას ჯერ კიდევ არ უვარჯიშია გუნდთან ერთად, ამიტომ არც სარაევოში გაჰყვა ბელგიელებს.
ბელგიის ნაკრებმა უკვე გაინაღდა საგზური რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე და შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას სამშაბათს კვიპროსის ნაკრებთან თამაშით დაასრულებს.
ლუკაკუმ ტრავმა "კრისტალ პალასთან" მატჩში მიიღო, რომელიც შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა.