მოურინიომ ისაუბრა იმაზე ,თუ როგორ შეიცვალა მისი ხასიათი და ისიც დაამატა ,რომ ჩემპიონობაზე პროგნოზის გაკეთება ჯერ ადრეა.
"მე უკეთესი გავხდი. შევძელი მესწავლა ემოციების კონტროლი. მიჭირს, მაგრამ ჩემს ძალებში დარწმუნებული ვარ და ეს მე საშუალებას მაძლევს ზეწოლას გავუმკლავდე.
რაც შეეხება "იუნაიტედს", წინა სეზონი კარგად დავიწყეთ, მაგრამ დასახულ მიზნებს ვერ მივაღწიეთ. ეს სეზონი უფრო კარგად დავიწყეთ, მაგრამ ჩემპიონობაზე საუბარი ადრეა. მე ჯერ ვერაფერს ვიტყვი დასასრულზე. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სხვა ლიგაში ასეთი სტარტი ჩვენ ტიტულის მთავარ პრეტენდენტებათ გვაქცევდა, მაგრამ არა პრემიერ ლიგაში."- ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს RECORD-ი.