თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2017, 09:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3717,
კომენტარები: 9
ვიდეო: "იუნაიტედის" შემტევი ტრიო
წარმატებით მოასპარეზე ფეხბურთელთა სამეული.
ვიდეო:
"მანჩესტერ იუნაიტედს" ყველა ფრონტზე შთამბეჭდავი სეზონის დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ როცა საქმე კარში ბურთის მოთავსებას ეხებოდა, აქ სიტყვა შთამბეჭდავიც კი არასაკმარისია.

2017/18 წლების სეზონში "წითლებს" საშუალოდ 3 გოლი გააქვთ ერთ მატჩში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 მატჩში მათ 33 გოლი დააგროვეს.

საგულისხმოა ისიც, რომ გოლებს სხვადასხვა ფეხბურთელები იტანენ და პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "კრისტალ პალასის" კარში გატანილი გოლით ხუან მატა მეათე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ტაბლოზე თავისი გვარის დაფიქსირება შეძლო. გარდა ამისა, ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ექვს მატჩში გაიტანეს 4 გოლი.

მაგრამ არსებობს სამი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც სრულ სხვაობას ქმნის - რომელუ ლუკაკუ, ენტონი მარსიალი და მარკუს რეშფორდი მომაკვდინებელ ტრიოს ქმნიან და მიმდინარე სეზონში მათ ანგარიშზე უკვე ირიცხება 21 გოლი, ამის გარდა 12 სხვა გატანილ გოლში მიიღეს მონაწილეობა.

ლუკაკუმ "იუნაიტედში" თავისი ასპარეზობა 11 მატჩში გატანილი 11 გოლითა და გაკეთებული 1 საგოლე გადაცემით დაიწყო, ხოლო მარსიალის ანგარიშზე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, რაც შეეხება რეშფორდს - მას ორივე გრაფაში 4 უწერია.

ლუკაკუმ, მარსიალმა და რეშფორდმა საერთო ჯამში პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უფრო მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე ჩემპიონატში მოასპარეზე 15 გუნდმა.

სიტყვების დასტური იხილეთ ვიდეოში:

ვიდეოები
9 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
6 ოქტომბერი 2017 10:20
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Dzalianac kargi.ase gaagrdzelon.mtavaria top6 gundtan rogorebi iqnebian.liverpuli bevr rames gamiachens.me mainc mgonia siti chven sadgac 3qulit mainc gviswrebs teoriulad,imito ro meechveba liverpulsac da chelsisac movugot,mitumetes ise rogorc sitim liverpuls 5:0 da chelsistan miuxedavad patara angarishisa shechama rasac qvua gadauara.
0
№2
ავტორი: IBRA-KADABRA
6 ოქტომბერი 2017 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ლმრ ახალი ტრიო
1
№3
ავტორი: Svanchester
6 ოქტომბერი 2017 11:28
  • სიახლეები: 2760
  • კომენტარები: 3857
ციტატა: IBRA-KADABRA
ლმრ ახალი ტრიო

ლმრ :) კაი იყო.რატომაც არა ბბს და მსნ თუ არსებობდა ლმრ რატო არა ვიზე ნაკლებები არიან ჩვენი მხეცები
0
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
6 ოქტომბერი 2017 11:32
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
აი ვაბშე არაა საჭირო გრიზმანის მოყვანა. მარსიალს უნდა მიეცეს მეტი დრო. გრიზმანის მოსვლა ამისთვის დროის მკვეთრ შემცირებს ნიშნავს. მაქსიმუმ კაი მარცხენა მცველის დამატება გვინდა და ეგაა. ისედაც მარსიალი-რაშფორდი ვეჩნად ზამენაზე არიან და ერთმანეთს ცვლიან და გრიზმანი გუნდში ხო აზე ხართ ამ ბავშVებს განვითარების დიდი საშვალება აღარ ექნებათ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
6 ოქტომბერი 2017 11:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაგარ ფორმაში არიან და კიდე შეუძლიათ მომატება
0
№6
ავტორი: IBRA-KADABRA
6 ოქტომბერი 2017 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ციტატა: Svanski
ციტატა: IBRA-KADABRA
ლმრ ახალი ტრიო

ლმრ :) კაი იყო.რატომაც არა ბბს და მსნ თუ არსებობდა ლმრ რატო არა ვიზე ნაკლებები არიან ჩვენი მხეცები

ჩვენი შავი პანტერები wink
0
№7
ავტორი: ikeoni
6 ოქტომბერი 2017 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Dzalian Magari bichebi gvyavs❤️
0
№8
ავტორი: zuranodiko
14 ოქტომბერი 2017 08:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მაურინიოს დედას ცენზურა მარსოს თუ გაუშვებს ასეთი ტრიოზე გუნდები ოცნებობენ და ჩვენ გვყავს და ვერ ვიგირსიებთ ერთი რუნის გაშვებაზე მოურინიოს დედას ცენზურა და ახლა მარსო გადავირევი
0
№9
ავტორი: JosephAcuro
26 თებერვალი 2018 02:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
countries you can buy viagra over counter
viagra generico online
can 25 year olds take viagra
<a href="http://viagrarow.com">http://viagrarow.com</a>
is generic viagra safe to take
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top