სექტემბერში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშისა და სტატისტიკის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ენტონი მარსიალი აირჩიეს.
იმდენად შთამბეჭდავად ასპარეზობდა "იუნაიტედი" დაკავებულ და წარმატებულ თვეში, რომ ნომინაციაზე წარდგენილ ოთხ ფეხბურთელს შორის სამი შემტევი იყო.
როგორც ყოველთვის, გულშემატკივრებმა ახლაც "იუნაიტედის" "თვითერ" გვერდზე მისცეს ხმა და ფრანგმა გამოკითხულთა ხმების 41% მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა რომელუ ლუკაკუ 31%-ით, შემდეგი იყო მარუან ფელაინი 20%-ით და სულ ბოლოს მარკუს რეშფორდი 8%-ით.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.