ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მოთამაშე და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, რეი უილკინსი მიიჩნევს, რომ ფილ ჯონსი პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველია, მიმდინარე სეზონში.
გასულ სეზონებში დაშვებული მრავალი შეცდომისა და ხშირი ტრავმიანობის შემდეგ ფილ ჯონსი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. მისი დახმერებით, "იუნაიტედმა" შვიდ ჩატარებულ შეხვედრაში კარი ექვსჯერ მშრალად შეინახა.
უილკინსი ფიქრობს, რომ ფილ ჯონსი უფრო დახვეწილი გახდა და თავის საუკეთესო სეზონს ატარებს მიმდინარე სეზონში.
"თუ მკითხავთ ვინ არის პრემიერ ლიგაში საუკეთესო უკანახაზელი - მე ფილის დავასახელებ.
ბოლო წლების განმავლობაში მე ვიყავი მისი ერთ-ერთი კრიტიკოსი, რადგან ის არ იყო "იუნაიტედის" დონის მოთამაშე.
თუმცა, ახალ სეზონში ჩვენ ვიხილედ ახალი ფილ ჯონსი. ერთი შეხედვით დაინახავთ, რომ ის უფრო დახვეწილი და ელეგანტური გახდა. ის ახლა მზად არის დაიცვას ისეთი კლუბის ღირსება, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".
ჟოზე მოურინიო მას მუდმივად აყენებს სასტარტო შემადგენლობაში და ეს მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჯონსი "იუნაიტედისთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა და სამომავლოდ კლუბს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დაეხმარება." - განაცხადა რეი უილკინსმა "DailyStar"- თან ინტერვიუში.