ვან დერ სარმა ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს შეადარა. ჰოლანდიელმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რის ხარჯზე აჯობა რონალდუმ რუნის და რატომ გახდა უფრო წარმატებული ფეხბურთელი.
"ორივე ძალიან კარგად ვარჯიშობდა, მაგრამ რონალდუმ თავისი თამაშის დონის აწევა შეძლო. ის მოედნის გარეთაც ასე იქცეოდა. სწორად ისვენებდა და სხეულს იმაგრებდა. მას უყვარდა ვარჯიშის შემდეგ კარში დარტყმაში ვარჯიში.
პორტუგალიელს აგრეთვე სურდა, რომ კარი მე დამეცვა და არა სხვა მეკარეს."-ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს Four Four Two.