"მიდლსბროს" მცველი დეილ ფრაი თავისი თამაშით იმდენივე ყურადღებას იპყრობს, რამდენსაც ცენტრალურ დაცვაში მისი პარტნიორი ბენ გიბსონი.
მიდლსბროში დაბადებული 20 წლის ფრაი შთამბეჭდავად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში და ზაფხულში მისმა ინგლისის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.
ამის შემდეგ ფრაიმ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა თავის კლუბთან და გარი მონკის ხელმძღვანელობით იგი სასტარტო შემადგენლობის წევრი გახდა, რის გამოც "ბოროს" კიდევ ერთი ახალი კონტრაქტის შეთავაზება და გუნდში ფეხბურთელის სტატუსის გამყარება სურს.
თუმცა, ამის გაკეთება საკმაო ძალისხმევას მოითხოვს, რადგან დეილით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" ინტერესდებიან.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.