"იუნაიტედს" ინგლისელი შემტევი სურს.
კეინენ დევისმა თავისი ბოლოდროინდელი შთამბეჭდავი ასპარეზობით "მანჩესტერ იუნაიტედის", "არსენალისა" და "ევერტონის" ყურადღება მიიქცია.
ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების წევრმა, 19 წლის დევისმა ჩემპიონშიპში თავისი მეორე გოლი გაიტანა, როცა სამშაბათს "ბერტონის" კარი აიღო.
თავის მეშვიდე შეხვედრაში მან მე-13 წუთზე ისარგებლა აჰმედ ელმოჰამადის ჩაწოდებით და ეფექტური თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.
სანამ 65-ე წუთზე შეცვლიდნენ, თავდამსხმელმა დიდი დახმარება აღმოუჩინა თავის თანაგუნდელებს, რომლებიც ამ დროისთვის 3-0 იგებდნენ.
"ვილას" მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა, რომელმაც დევისი ირლანდიელ სკოტ ჰოგანს ამჯობინა, ახალგაზრდა ფეხბურთელს "ტიპიური ცხრიანი" უწოდა და გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურად მიაჩნია. მაგრამ ფეხბურთელს ასევე ურჩია, რომ მისდამი გაზრდილი ინტერესის მიუხედავად შეძლოს და ეიფორიას დააღწიოს თავი, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება ნათელი მომავალი.
თუმცა, ამის გაკეთება არც ისე მარტივი იქნება, რადგან რამდენიმე სახელოვანი კლუბი უკვე აკვირდება მის თამაშებს და მათ შორის არის "იუნაიტედიც", რომელმაც აღნიშნულ მატჩზე სკაუტი გაგზავნა.