ვიქტორ ლინდელეფი აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ გართულებული საფეხბურთო მდგომარეობის მიუხედავად ჟოზე მოურინიოსთან არავითარ უთანხმოებაში არ არის.
ზაფხულში "ბენფიკადან" შეძენილმა შვედმა ფეხბურთელმა მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა თავის ახალ კლუბში, პრემიერ ლიგაში კი ჯერ არ ჰქონია დებიუტი.
თავის მხრივ "იუნაიტედის" მწვრთნელი ლინდელეფს ახალ ქვეყანასა და სათამაშო სტილთან შესაგუებლად დროს აძლევს, თუმცა ევროპული ტურნირების გათამაშებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს.
"არ მაქვს სტრესი. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვარ და ცხადია, რომ ეს რთული ტურნირია. შეგუებას კი დრო სჭირდება", - განაცხადა შვედმა.
როცა ჰკითხეს, თუ რა უთხრა მოურინიოს, ვიქტორმა უპასუხა: "ეს ჩემსა და მას შორის რჩება. მაგრამ ჩვენ კარგი დიალოგი გვაქვს".
23 წლის მცველი არაერთგვაროვან კრიტიკას წააწყდა მიმდინარე სეზონში, განსაკუთრებით UEFA-ს სუპერ თასზე ჩატარებული მატჩის შემდეგ, მაგრამ მცველს მედიის მოსაზრება არ აინტერესებს და არც კი იცის, რა იწერება გაზეთებში.
"რატომ უნდა წავიკითხო ბრიტანული მედია? არ მაინტერესებს, რას წერენ. არც კი ვიცი, რა იწერება ხოლმე."
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.