მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები განახლდა. H ჯგუფში მობინადრე ბელგიის ნაკრებმა უკვე გაიფორმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, ისინი ჯგუფს 22 ქულით ლიდერობენ. შაბათს ბელგიელები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ ბოსნია და ჰერცოგოვინას წინააღმდეგ. მათთვის ამ შეხვედრის მნიშვნელობა არცთუ ისე დიდია, ხოლო საპირისპირო მხარეს ქულები ჰაერივით ესაჭიროება.
აღნიშნული შეხვედრის შესახებ, ჟურნალისტებთან კომენტარი, ბელგიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა გააკეთა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს შესახებაც ისაუბრა.
''ამ ეტაპზე რომელუ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, მას ინდივიდუალურად ამზადებენ, თუმცა აქვე დავძენ იმას, რომ მისი სასტარტოში დაყენების აუცილებლობა შეიძლება დღის წესრიგში არ დადგეს. ის ჩვენ გვერდით არის, მზად არის დაგვეხმაროს, მაგრამ საჭიროა მოთმინება და სიტუაციის სწორად შეფასება. მეტიც, ვიტყოდი, რომ მისი შაბათს თამაში საეჭვოა.გადაწყვეტილებას პარასკევს მივიღებ.
როგორც უკვე აღვნიშნე, მისი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება საეჭვოა, ხოლო ვიმედოვნებ, რომ სამშაბათს ის სრულიად მზად იქნება. პირადად მას თამაში სურს, ეს ჩვენთვის სასიამოვნოა, მაგრამ ვერ გავრისკავ, მითუმეტეს ვითვალისწინებ ინგლისის ჩემპიონატსაც, სადაც ამჟამად სეზონის გადამწყვეტი მომენტია''- ციტირებს მარტინესის სიტყვებს Sky Sports-ი.
წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.