ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი "ლივერპულის" და "იუნაიტედის" მატჩს მოუთმენლად ელის. ეს მატჩი სანაკრებო შესვენების შემდეგ გაიმართება.
"მოუთმენლად ველი შეხვედრას, რადგან იურგენის გუნდში მოსვლის შემდეგ "ლივერპული" ყოველთვის ცდილობს მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენოს და სხვისი პროგნოზების მცდარობა დაამტკიცოს.
ვფიქრობ, რომ "ლივერპულის" ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან შესვენების დასრულებას. დარწმუნებული ვარ, ერთი ან რამოდენიმე კარგი შედეგი "ლივერპულს" ოთხეულში დააბრუნებს."-ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Tribal Football-ი.
ამ დროისათვის "ლივერპული" "იუნაიტედს" 7 ქულით ჩამორჩება.