Football Italia-ს მტკიცებით, "იუნაიტედის" სკაუტები "მილანი"-"რომას" მატჩს დაესწრნენ, რათა ლორენცო პელეგრინის თამაშს დაკვირვებოდნენ. ამ მატჩში პელეგრინი სათადარიგო სკამიდან შემოვიდა და თავი საგოლე პასით გამოიჩინა.
21 წლის ფეხბურთელი "იუნაიტედის" ინტერესის სფეროში იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "რომა"-"ვერონას" მატჩის დროს მოხვდა. ამ მატჩზე სკაუტები რაჯა ნაინგოლანის თამაშზე დასაკვირვებლად იყვნენ მისულნი, მაგრამ მათი მხედველობის არეში პელეგრინიც მოხვდა.
ლორენცოს "რომასთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს და მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.