კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე ოცნება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ კლუბს ტელევიზიით ადევნებდა თვალს.
რონალდუმ პროფესიონალური კარიერა 17 წლის ასაკში ლისაბონის "სპორტინგში" დაიწყო, მაგრამ მაშინვე უფრო დიდ კლუბზე ოცნებობდა.
"უფრო და უფრო მეტზე ვოცნებობდი. ეროვნულ ნაკრებსა და "მანჩესტერში" თამაში მინდოდა, რადგან პრემიერ ლიგას ტელევიზიით მუდამ ვადევნებდი თვალს.
მოხიბლული ვიყავი თამაშის სისწრაფით და სიმღერით, რომელსაც გულშემატკივრები იმღერებდნენ. იქაური ატმოსფერო ძალიან მიმზიდველი იყო. როცა "მანჩესტერის" ფეხბურთელი გავხდი, ძალიან ვამაყობდი, მაგრამ ჩემი ოჯახი უფრო ამაყობდა.
ტიტულების მოგება ჩემთვის ემოციური მოვლენა იყო. მახსოვს, როცა პირველად მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, გადაჭარბებულ ემოციებს განვიცდიდი", - დაწერა რონალდუმ გრაფაში.
სწორედ ოცნების საფუძველზე დასრულდა რონალდუს მანჩესტერული კარიერა, როცა 2009 წელს მადრიდის "რეალს" მიაშურა.
"მაგრამ ჩემი ოცნებები უფრო და უფრო იზრდებოდა. სწორედ ეს არის ოცნების არსი, არა? ყოველთვის ვეთაყვანებოდი მადრიდს, ახალი გამოწვევა მინდოდა. მადრიდში ტიტულების მოგება, ახალი რეკორდების დამხობა და კლუბის ლეგენდად ქცევა მსურდა.
და ჩემი მისია უცვლელია. ახლაც მადრიდული რეკორდების დამხობა, მაქსიმალურად მეტი ტიტულის მოგება მინდა. უბრალოდ ასეთია ჩემი ბუნება".
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.