თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2017, 06:49
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1612,
კომენტარები: 8
"ოლდ ტრაფორდზე" რეკონსტრუქცია იგეგმება
შესაძლოა "ოლდ ტრაფორდმა" "უემბლი" ჩამოიტოვოს.
როგორც Daily Express იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელები "ოლდ ტრაფორდზე" რეკონსტრუქციის ჩატარებას გეგმავენ.

"ოცნებათა თეატრი" პრემიერ ლიგაში ყველაზე დიდი სტადიონია. მისი მოცულება 75.643 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა "წითელი ეშმაკების" უფროსები მიიჩნევენ, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს აქვს პოტენციალი და უნარი იმისა, რომ ეს ციფრები კიდევ გაიზარდოს.

წყაროების თქმით, "იუნაიტედი" აპირებს სერ ბობი ჩარლტონის სახელობის პლატფორმის რეკონსტრუქციას, რაც დაახლოებით 88 ათასამდე გაზრდის მოედანზე დამსწრე აუდიტორიის რაოდენობას.

თუ ზემოაღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, "ოლდ ტრაფორდი" სიდიდით გახდება რიგით მეორე საფეხბურთო არენა ბრიტანეთში და სულ ცოტათი ჩამორჩება "უემბლის" სახელობის სტადიონს, რომელიც 90 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტი 2020 წლისთვის იგეგმება. გარდა ამისა, "იუნაიტედი" არ აპირებს ამ რიცხვზე გაჩერებას. იმ შემთხვევაში, თუ ინგლისის საფეხბურთო ლიგა დაუბრუნდება მოწინავე პოზიციას, კლუბმა შესაძლოა 100 ათასი გულშემატკივრის წინაშე იასპარეზოს.


წყარო: DailyExpress.co.uk
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
4 ოქტომბერი 2017 07:36
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ოჰ დიდებულო ოცნების თეატრო
1
№2
ავტორი: gaga1987
4 ოქტომბერი 2017 07:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ggmu
0
№3
ავტორი: dybbuk
4 ოქტომბერი 2017 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
უემბლის არ გადაახტნენ თუ რა მაფიაა :D
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 ოქტომბერი 2017 10:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გაფართოვება ნამდვილად ჭირდება, ტრიბუნები ცოტა გაშლილი უნდა იყოს, რეალურად 75 ათასი კაცი ეტევა და მოცულობით არც ისე დიდია, მაგალითად ემირეიტსი 60 ათასს იტევს და გაცილებით გაშლილი და ფართეა
0
№5
ავტორი: ikeoni
4 ოქტომბერი 2017 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
120 000 atasic ro gaxadon mainc yoveltvis gaivsebaa❤️
0
№6
ავტორი: thereds.
4 ოქტომბერი 2017 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
იმედია ოდესმე დავესწრები
0
№7
ავტორი: gache1991
4 ოქტომბერი 2017 13:48
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Zustad egaa pliusi ro gashlili araa.dzalian kargi iqneba gundistvisac pinansurad,mtavaria zapxulshi moxdes da Ara shua sezonis dros.imedia ertxel mainc movxvdebit.mand tu Ara sadme mat tamashze:))
0
№8
ავტორი: Gamkrelidze
5 ოქტომბერი 2017 20:12
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ბარემ 90 გამხდარიყო და ყველაზე დიდი იქნებოდა უემბლისთან ერთად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top