ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შემდეგ, არცთუისე სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი,''ბენფიკას'' მისამართით, საქებარ სიტყვებს არ იშურებს და მათ ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ აღიქვამს მისი გუნდისათვის ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო. ''იუნაიტედი'' A ჯგუფის უდავო ლიდერია ექვსი ქულით.
პორტუგალიელებმა პირველ ტურში დათმეს შეხვედრა შინ ''მოსკოვის ცსკა-სთან ანგარიშით 1-2, ხოლო ამის შემდეგ, სტუმრად გამანადგურებელი ანგარიშით 5-0 დამარცხდნენ შვეიცარიულ ''ბაზელთან''.
''მათ ორი რთული შეხვედრა ჰქონდათ, ორივე დათმეს და ამჟამად ისინი ცხრილის ბოლოში იმყოფებიან, მაგრამ ეს არ მაძლევს საბაბს დავაკნინო მათ შესაძლებლობები, მეტიც მათ "იუნაიტედისთვის" ყველაზე რთულ მოწინააღმდეგეებად აღვიქვამ, ეს არის კლუბი, რომელსაც შესწევს ძალა, გაუწიოს წინააღმდეგობა ნებისმიერ მოწინააღმდეგეს''-ციტირებს მოურინიოს სიტყვებს გამომცემლობა Sapo Desporto.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში, ''ბენფიკა'' სწორედ ''მანჩესტერ იუნაიტედს'' მასპინძლობს, რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: sport.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.