მეტად სასიამოვნო რამ მოხდა ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელის პირად ცხოვრებში, კერძოდ, მის მშობლიურ ქალაქ სეტუბალში ქუჩას მისი სახელი ეწოდა.
ქუჩის გახსნის ცერემონია დღეს პორტუგალიის ქალაქ სეტუბალში გაიმართა. ღონისძიებას მთავარი ადრესატი, ჟოზე მოურინიოც ესწერებოდა, სადაც ემოციური გამოსვლით გამოხატა მადლიერება.
''სეტუბალი ღირსშესანიშნავი ქალაქია მთელს მსოფლიოში, ის ჩემს გულშია, აქ ყოფნის დროს, მე ისევ ვგრძნობ თავს პატარა ბიჭად, რომელსაც თანატოლები ზე მარიოს ეძახდნენ მოფერებით, ეს ქალაქი ჩემი ისტორია, ჩემი ნაწილია. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხი მაფასებს, პატივს მცემს, ვახსოვარ და აკეთებენ ყველაფერს, რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყო, ეს შესანიშნავია.
ყველა ჩემი პლიუსითა და მინუსით ამ ქალაქს ვეკუთვნი, დღევანდელი დღე, ისტორიული მნიშვნელობის დღეა ჩემთვის, ეს ღირსების დღეა ჩემს ცხოვრებაში, მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, რადგან აქ ჩემი ბავშვობის მეგობრები ცხოვრობენ, რადგან აქ ჩემი მშობლები არიან და მე მეძლევა საშუალება ჩამოვიდე, ჩავეხუტო, გვერდით მყავდეს ისინი, ეს ჩემი ქალაქია.
დავბრუნდები თუ არა სეტუბალში კარიერის დასასრულს? ვერ გეტვით რას ვიზამ სამომავლოდ, მაგრამ გეტყვით, რომ მე მინდა იქ, სადაც ჩემი შვილები, შვილიშვილები არიან ,სეტუბალი არის და იქნება ჩვენი სახლი''.
წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.