"იუნაიტედის" ყოფილა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა BT Sport -თან ინტევიუში თავისი მოსაზრება დააფიქსირა იმაზე, თუ რატომ არ თამაშობს ამ სეზონში ლუკ შოუ. 22 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატის მატჩებში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა.
"თითქოს მოურინიო მას ფსიქოლოგიურად ცდის. მოურინიოს აინტერესებს შოუ დანებდება, თუ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას გააგრძელებს. ის თუ იბრძოლებს, მოურინიო იტყვის: "აი ეს ადამიანი ძირითად შემადგენლობაში მინდა." არავის არ უნდა კლუბში ისეთი მოთამაშე, რომელიც რთულ მომენტში იმალება."-თქვა ფერდინანდმა.
შოუს ბოლო მატჩი "იუნაიტედის" პირველი გუნდის რიგებში ლიგის თასზე "ბარტონთან" შედგა.