თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2017, 08:38
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1629,
კომენტარები: 8
გასული თვის საუკეთესო მოთამაშე
ხმა მიეცით სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშეს.
გასული თვის საუკეთესო მოთამაშე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ტრადიციულად ყოველი თვის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს. გასული თვეში "იუნაიტედის" მოთამაშეებმა 7 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, საიდანაც თვის დასაწყისში "სტოკთან" გაგორებული ფრის შემდეგ ზედიზედ 6 შეხვედრაში მოიპოვეს 3 ქულა.

გასული თვის საუკეთესოს წოდებისთვის მარუან ფელაინი, მარკუს რეშფორდი, ანტონი მარსიალი და რომელუ ლუკაკუ იბრძოლებენ.

მარუან ფელაინი 3 ძირითადი(1 სათ.სკამიდან) / 3 გოლი.

დიდი ბელგიელისთვის გასული თვე ბრწყინვალე აღმოჩნდა. მარუანმა ტრამვის გამო "სტოკთან" მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა დაბრუნება გოლით აღნიშნა "ბაზელის" კარში და მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მიიღო. შემდეგ იყო შეხვედრები "ევერტონისა" და "საუთემპტონის" წინააღმდეგ, სადაც დიდი როლი ითამაშა ნახევარდაცვის ხაზზში. ფელაინის ბენეფისი "კრისტალ პალასთან" მატჩში შედგა, რომელშიც დუბლი შეასრულა და რიგით მეორედ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მარკუს რეშფორდი 5 ძირითადი (2 სათ.სკამიდან) / 4 გოლი.

ახალგაზრდა ინგლისელი ერთ-ერთი საუკეთესოა "იუნაიტედის" რიგებში. მარკუსმა პირველი გოლი "სტოკ სიტისთან" გაიტანა, როდესაც პოლ პოგბას მიერ დარტყმული ბურთს უკანასკნელი შეეხო. შემდეგ იყო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა "ბაზელის" წინააღმდეგ. მარკუსი მეორე ტაიმში ჩაერთო საქმეში და მის სადებიუტო შეხვედრაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, მარკუსმა თავისი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ინგლისის თასის გათამაშებაში, სადაც "ბარტონის" კარში დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მართალია, მის მერე ინგლისელს გოლი არ გაუტანია, თუმცა მისი წყალობით იქნა მოპოვებული 3 ქულა "საუთემპონთან" მატჩში, ხოლო შემდეგ შეხვედრაში, სადაც "იუნაიტედმა" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა "კრისტალ პალასს", რეშფორდმა ორჯერ გაატანინა თანაგუნდელებს.

ენტონი მარსიალი 3 ძირითადი (3 სათ.სკამიდან) / 3 გოლი.

ფრანგმა მიმდინარე თვეში თავისი პირველი გოლი ინგლისის თასის გათამაშებაში გაიტანა "ბარტონის" კარში. შემდეგ იყო "ევერტონთან" შეხვედრა, სადაც მან მხოლოდ ბოლო ოთხი წუთი მიეცა სათამაშოდ, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე მან საბოოლოო ანგარიში, 4-0 დააფიქსირა. მარსიალმა თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის, რიგით მეორე შეხვედრაში "ცსკას" წინააღმდეგ. ფრანგმა, გარდა ზუსტად გამოყენებული თერთმეთმეტრიანისა, სამჯერ ზუსტი საგოლე გადაცემა განახორციელა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, გარდა ამისა ენტონი მარსიალი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრების წევრი გახლავთ.

რომელუ ლუკაკუ 6 ძირითადი / 7 გოლი.

ბელეგიელმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა სექტემბრის თვეში. ლუკაკუს მონაწილეობა არ მიუღია ინგლისის თასის შეხვედრაში, თუმცა ეს მის შედეგიანობაში არ ასახულა. ბელგიელმა "სტოკთან", "ევერტონთან", "საუთემპტონთან" და "კრისტალ პალასთან" გამოიჩინა თავი, შუალედებში იყო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები "ბაზელთან" და "ცსკასთან" წინააღმდეგ, ამ უკანასკნელთან მატჩში ლუკაკუმ დუბლი შეასრულა.


ხმის მისაცემად დააჭირეთ აქ

წყარო: Manutd.com


ვინ იყო თვის საუკეთესო ?

მარუან ფელაინი
მარკუს რაშფორდი
ენტონი მარსიალი
რომელუ ლუკაკუ

ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
3 ოქტომბერი 2017 12:47
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
აკლია ვიღააც derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: Svanchester
3 ოქტომბერი 2017 13:06
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ფელაინის ჯერ კიდე ბევრი აქ დასამტკიცებელი ამის ჩასვრილი სეზონი და გულისტკივილები კიდე მახსოვს და ერთი თხოვნა მაქ 2 ჩატარებული თამაშით ნუ გავაღმერთებთ მოუმატა აშკარაა მაგრამ პროგრესი უნდა განაგრძოს ეგ არაფერია მანჩესტერს დიდი დონე ჭირდება 3 და 4 წარმატებული შეხვედრა მარტო არა
0
№3
ავტორი: iuristi
3 ოქტომბერი 2017 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
თავიდან არ მომწონდა ფელაინი და ხუმრობით მარუან წყევლაინი შევარქვი. wink

ეხლა მომწონს. შემაყვარა თავი ამ ბუჩქმა.
0
№4
ავტორი: gache1991
3 ოქტომბერი 2017 13:33
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Marsiali chemi azrit..Didi dafaseba iqneba mag bichistvis,I'm fonze ro nakrebshi ar daudzaxes is es,skamze zis da ase shemdeg,unda dainaxo ro gulshematkivrebi xedaven da afaseben ..karoche chirdeba am bichs yvelaze metad..da imsaxurebs
0
№5
ავტორი: GeorgeBest
3 ოქტომბერი 2017 14:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მარსიალი!
0
№6
ავტორი: dzia_David
3 ოქტომბერი 2017 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: gache1991
Marsiali chemi azrit..Didi dafaseba iqneba mag bichistvis,I'm fonze ro nakrebshi ar daudzaxes is es,skamze zis da ase shemdeg,unda dainaxo ro gulshematkivrebi xedaven da afaseben ..karoche chirdeba am bichs yvelaze metad..da imsaxurebs


ყველაფერში გეთანხმები, შედეგიანობით ის არანკლებ პროდუქტიული იყო ყველა დანარჩენზეე, თვის საუკეთესოს წოდება კი ყველაზე მეტად ეხლა სწორედ მარსიალს ჭირდება. ფსიქოლოგიურად უფრო დაეხმარება.
0
№7
ავტორი: stepno
3 ოქტომბერი 2017 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ფელა მაინც რააა wink
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
3 ოქტომბერი 2017 17:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მარსიალი winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top