"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ფეხბურთელს სერ ბობი ჩარლტონს მალე თავისი სახელობის სტადიონი ექნება ინგლისში, რითაც მის მე-80 დაბადების დღეს აღნიშნავს.
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეითი სერ ბობის, მის ცოლ ნორმასა და სტუმრებს შეუერთდება ხანმოკლე ცერემონიაში, სანამ დღეს მისი გუნდი სავარჯიშო სესიას გამართავს.
ოქროს ბურთის მფლობელი, რომელმაც 758 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედში" ყოფნის 17 წლის განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს დაესწრება სლოვენიასთან, რომელიც "უემბლიზე" შედგება და მას საპატიო სტუმრის სტატუსი ექნება.
სერ ბობიმ, რომელიც რაიან გიგზის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით, თავისი ბოლო მატჩი 1970 წელს ჩაატარა ნაკრების რიგებში და საერთო ჯამში მას 106 შეხვედრა აქვს აქტივში, რომლებშიც 49 გოლის გატანა მოახერხა. ეს ორი მაჩვენებელი კი დიდი ხნის განმავლობაში იყო რეკორდი, სანამ უეინ რუნიმ ორივე მათგანის დამხობა არ მოახერხა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.