ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ისტორიაში თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა საწყის მატჩებში მშრალი მატჩების რაოდენობით.
როი ჰოჯსონის "კრისტალ პალასთან" 4-0 გამარჯვების მოპოვებით "იუნაიტედმა" ინგლისის ჩემპიონატის პირველ შვიდ ტურში მეექვსეჯერ ჩაატარა მშრალი მატჩი, რაც მანამდე მხოლოდ 1997/98 წლებში მოხდა.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც დე ხეას კარის აღება შეძლო, "სტოკ სიტია", რომელმაც ეს სექტემბერში მოახერხა.
97/98 წლების სეზონში "იუნაიტედმა" პირველ შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა "ვესთ ჰემისგან". სეზონის დასრულებისას კი გუნდს 20 "მშრალი" მატჩი ჰქონდა აქტივში, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი "არსენალის" შესაჩერებლად, რომელიც საბოლოოდ ჩემპიონი გახდა.
თუმცა, საგულისხმოა, რომ "იუნაიტედს" უკეთესი შედეგიც აქვს ნაჩვენები უფრო მეტი მატჩის განმავლობაში - 1994/95 წლების სეზონში იყო შემთხვევა, როცა ზედიზედ ცხრა ტურის განმავლობაში ვერავინ ახერხებდა "წითლების" კარის აღებას, სანამ მეათე ტურში ეს "ნოტინგემ ფორესტამ" არ გააკეთა.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.