წითელმა ეშმაკებმა, ბელგიელი ფორვარდი, რომელო ლუკაკუ ამ სეზონის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, 75 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინეს. 24 წლის მოთამაშე პროგრესირებას განიცდის და იგი უკეთეს ფეხბურთელად ყალიბდება.
ბელგიელმა თავდამსხმელმა სუპერთასის შეხვედრაში (რომელიც "იუნაიტედის" დამარცხებით დასრულდა, ანგარიშით 2–1) მადრიდის "რეალს" გოლი გაუტანა და აქედან დაიწყო მისი გოლთა ცვენა "ეშმაკების" მაისურით. პრემიერ ლიგაში კი მას 7 მატჩში, 7 გოლი აქვს გატანილი და ამჟამად იგი ბომბარდირთა ცხრილს ლიდერობს. "იუნაიტედის" 9-იანი ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოიყურება.
ჟოზე მოურინიომ ლუკაკუზე მცირე განცხადება გააკეთა: "შეხედეთ ლუკაკუს. ის უკეთეს გუნდში მოვიდა, ის უკეთეს ფეხბურთელებთან თამაშობს, ის უფრო ბევრ გოლს იტანს და უკვე უკეთეს მოთამაშედ იქცა."
წინა სეზონში რომელუ ლუკაკუ ბომბარდირთა ცხრილში მეორე ადგილზე გავიდა, პირველი ადგილი კი ინგლისელმა შემტევმა, ჰარი კეინმა დაიკავა.