''მანჩესტერ იუნაიტედმა'' შაბათს გამართულ შეხვედრაში, ''კრისტალ პალასი'' გამანადგურებელი ანგარიშით, 4-0 დაამარცხა. ანგარიში ხუან მატამ გახსნა, რასაც ფელაინის დუბლი მოჰყვა, ხოლო საბოლოო ანგარიში მარსიალის პასის შემდეგ რომელუ ლუკაკუმ დააფიქსირა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
თამაშის სრული კონტროლი ''ამ გამარჯვებას 4-0 ანგარიშით, სიამოვნებით გავცვლიდი 4 გამარჯვებაში სადაც 1-0 მოვიგებდით, თუმცა ვიცი, ეს შეუძლებელია. ჩვენ ბედნიერები ვართ, მატჩის პირველი წუთებიდანვე ძლიერად გამოვიყურებოდით და სრულიად ვაკონტროლებდით თამაშს. იყო პატარა შეცდომები მათი მხრიდან, რაც ტიპურია იმ გუნდის წინააღმდეგ თამაშის დროს, რომელსაც თავდაჯერებულობა აკლია.''
5 ცვლილება სასტარტოში ''მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვსურდა შეგვეცვალა სასტარტო თერთმეტეული და გამოვიყვანეთ 5 ფეხბურთელი, რომლებიც ცსკა-ს წინააღმდეგ ძირითადში არ იყვნენ. ჩემი აზრით, ყოველმა მათგანმა გაამართლა, გუნდი თამაშობდა ლამაზი კომბინაციებით, რაც ძალიან მომეწონა. აღსანიშნავია, რომ შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები, კარგად ჩაერთნენ მატჩში და გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.''
მარუან ფელაინი ''ის არის კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანი, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ხშირად მას ვერ აფასებენ და უსამართლოდ აკრიტიკებენ, თუმცა მარუანს აქვს მტკიცე ხასიათი, რომელიც ეხმარება ამ სირთულეების გადალახვაში, ის მებრძოლია. მე უბედნიერესი ვარ, რომ მას დავეხმარე მიეღწია ამ დონისთვის და ამ ხარისხისთვის, მიხარია, რომ უამრავმა გულშემატკივარმა მასზე აზრი შეიცვალა. ფელაინის აქვს მნიშვნელოვანი უნარები მატჩში ცვლილების შესატანად, ის მე მეხმარება დაცვაში, როდესაც ანგარიშის შენარჩუნება მინდა და ასევე პროდუქტიულად მეხმარება შეტევაში, როცა გუნდს გოლი აქვს გასატანი. მარუანი ყოველთვის იქაა, სადაც გუნდს ჭირდება.''
დაუნდობელი წითელი ეშმაკები ''ჩვენ 4 შეხვედრა ჩავატარეთ სახლში, გასულ სეზონში ამ 4 მატჩში ჩვენ 8 ქულა მოვაგროვეთ, წელს კი ქულათა მაქსიმუმი 12. მართალია მთელ 90 წუთს ერთ დონეზე ვერ ვატარებთ და გვაქვს პერიოდები სადაც მეტოქეს შეტევის საშუალებას ვაძლევთ, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ. რთულია ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ თამაშზე 90 წუთიანი სრული კონტროლი. ბედნიერი ვარ, სეზონი მართლაც ძლიერად დავიწყეთ და გვაქვს შესანიშნავი სტარტი. მე ყველა ოპონენტს პატივს ვცემ, თუმცა არ ვაძლევდი მათ სტაბილურად თამაშის საშუალების შანსს. ძალიან ბედნიერი ვარ ქულებით.''
სანაკრებო პაუზა ''არ მივესალმები ამას, ეს ცუდია ჩვენთვის. პირველი სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების შემდეგ, 2 დღეში მატჩი გავმართეთ, სადაც ''სტოკ სიტიმ'' ქულები დაგვაკარგინა. ვერაფერს გავხდებით ლაპარაკი არ დაგვეხმარება, იმედია ფეხბურთელებს პრობელმები არ შეექმნებათ ტრავმების მხრივ.''
წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.