თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2017, 19:33
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2956,
კომენტარები: 17
დღევანდელი გამარჯვება ციფრებში
გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკას "იუნაიტედის" მორიგ გამარჯვებასთან დაკავშირებით.
დღევანდელი გამარჯვება ციფრებში
დღეს პრემიერ ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "კრისტალ პალასს" სძლია და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მოურინიოს გუნდმა მეტოქე 4-0 გაანადგურა და ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა.

პრემიერ ლიგაში სექტემბრის თვეში ლუკაკუმ 7 გოლის გატანა მოახერხა, რითაც რუდ ვან ნისტელროის შედეგი გაიმეორა. აღნიშნულ ტურნირზე "იუნაიტედის" სექტებრის თვის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი უეინ რუნი გახლავთ, რომელმაც 9 გოლის გატანა შეძლო.

ჟოზე მოურინიომ ინგლისურ კლუბებში თავისი 250-ე გამარჯვება იზეიმა. 204 ლონდონის "ჩელსიში", ხოლო 46 "მანჩესტერ იუნაიტედში".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 7 ტურში 19 ქულის მოპოვება შეძლო, რითაც კლუბის საუკეთესო შედეგი გაიმეორა. მსგავსი რამ კლუბმა სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით 1998/99 და 2011/12 წლების სეზონებში მოახერხა.

ენტონი მარსიალმა პრემიერ ლიგაში თავისი მე-12 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც მისი "იუნაიტედში" მოსვლის შემდეგ კლუბის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მეტოქისათვის 4 უპასუხო გოლის გატანა მეოთხედ მოახერხა.

დღევანდელი გამარჯვება ციფრებში

ხუან მატამ პრემიერ ლიგაში თავისი მე-200 შეხვედრა ჩაატარა, რომელიც გოლით აღნიშნა. ესპანელის ანგარიშზე 46 გოლი და 43 საგოლე გადაცემაა.

მარკუს რეშფორდმა პრემიერ ლიგის შეხვედრაში პირველად მოახერხა 2 საგოლე გადაცემის გაკეთება.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მარუან ფელაინიმ 3 გოლი გაიტანა. ამისთვის მას მხოლოდ 4 დარტყმა დასჭირდა.

მარკუს რეშფორდმა ბოლო 10 შეხვედრაში "იუნაიტედის" მიერ გატანილ 9 გოლში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

1995 წლის შემდეგ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგის საწყის 7 ტურში 7 გოლის გატანა შეძლო. ბელგიელმა ენგი კოულის შედეგი გაიმეორა.

ენტონი მარსიალმა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი მე-100 შეხვედრა ჩაატარა. ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბის მიერ გატანილ 52 გოლში მიიღო მონაწილეობა.
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
30 სექტემბერი 2017 19:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია მოგეწონებათ სიახლე. შეძლებისდაგვარად ყოველი შეხვედრის შემდეგ შემოგთავაზებთ.
4
№2
ავტორი: Svanchester
30 სექტემბერი 2017 19:37
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: GeorgeBest
იმედია მოგეწონებათ სიახლე. შეძლებისდაგვარად ყოველი შეხვედრის შემდეგ შემოგთავაზებთ.

საღოლ ავტორ კარგი სიახლეა მოწონებაზე უფრო მეტს იმსახურებს მსგავსი სასიამოვნო სიახლეები ჯიგარი ხარ
1
№3
ავტორი: Dato kutaisi
30 სექტემბერი 2017 19:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: GeorgeBest
იმედია მოგეწონებათ სიახლე. შეძლებისდაგვარად ყოველი შეხვედრის შემდეგ შემოგთავაზებთ.

მადლობა შენ დაუღალავი შეომისთვის
0
№4
ავტორი: Svanchester
30 სექტემბერი 2017 19:39
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ლიკაკუს მანჩესტერის ისტორიაში შესვლა სასიამოვნოაა.ფაქტია ეს ფეხბურთელები მანჩესტერული ისტორიის წერას განაგრძობენ
0
№5
ავტორი: Malboro463
30 სექტემბერი 2017 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5889
yvelaferi kargad midis mara gradebtan ras izamen vnaxot dacvis xazi titqosda kargad gamoiyureba mara farchakia mainc. valensiam kide nervbi damaglija kacs burts ver acilebs. lukaku kide chelsis donis rom ar iyo imito gaushva everyonshi da arc manchesteris donis cxriania. somexic arastabiluria arc ega ziritadis kaci erti normaluri ver iyodes vinme win yovelweliwads sherevis xazis gazliereba rom ar gacdes sachiro
0
№6
ავტორი: Favlena
30 სექტემბერი 2017 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
საღოლ ადმინ კაია. მომწონს ესეთი სიახლეები
0
№7
ავტორი: ikeoni
30 სექტემბერი 2017 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Sagol avtor Magari siaxlea..chveni gundi Ki sheudarebeliiii
0
№8
ავტორი: levionok
30 სექტემბერი 2017 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
kargi siaxlea da saintereso wasakitxi,madloba! tamashit visiamovne da vtvli togorc cskastan ise crystaltan 50-60% davixarjet,aseti tamashebi ki aucilebelia gantvirtvistvis felainma pogbas tramva dagvaviwya da dzalian sadargebloa...grandebtan ar meshinia,mauriniom icis grandebs rogor mougos da mitumetes pormashi myopi gundit cudi is aris ro sanakrebo pauzis shemdeg egreve luzerebi arian ajobenda erti aseti tamashis shemdeg yopiliyo magram ras vizavt asea da motig 3 qulas velodebi martivs ara magram arc dzalian rtuls
0
№9
ავტორი: PaLoMo
30 სექტემბერი 2017 21:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4126
ეჰ ნჩელსიმ როგორ წააგო რეააა მართალი აჯდა თავ ს სიტი მარა არ წაეგო მთავარი ეს იყო P@:
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: shotkin
30 სექტემბერი 2017 22:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Malboro463
yvelaferi kargad midis mara gradebtan ras izamen vnaxot dacvis xazi titqosda kargad gamoiyureba mara farchakia mainc. valensiam kide nervbi damaglija kacs burts ver acilebs. lukaku kide chelsis donis rom ar iyo imito gaushva everyonshi da arc manchesteris donis cxriania. somexic arastabiluria arc ega ziritadis kaci erti normaluri ver iyodes vinme win yovelweliwads sherevis xazis gazliereba rom ar gacdes sachiro

რათამაშს უყურე ბრატ? ცინიკურად ნუგაიგებ მართლა მაინტერესებს!! ბაზარი არაა ლუკაკუს გამაზული მეც მახსოვს მარა ჯამში რიტიხარ უკმაყოფილო ან ვლენსიას რასერჩი ტიპმა იფრინა დღესაც ან დაცვა რატოა ფარჩაკი? ან მხითარიანისგან რაგინდა ? მოკლედ რა)))))))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top