"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა, ეშლი იანგმა აღიარა, რომ "იუნაიტედში" დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ინგლისელს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2018-წლამდე აკავშირებს.
" აქ საოცარი დროა და მინდა, ამ გუნდის ნაწილი ვიყო, ჯილდოები მოვიგო და წარმატებულ გუნდში გამოვიდე. ჩემთვის "იუნაიტედი" ასეთია. ის ინგლისის ყველაზე წარმატებული კლუბია.
მე აქ კარგად ვგრძნობ თავს და მიხარიაა, რომ კაპიტნის სამკლაურს ვატარებ. ეს ნიშნავს იმას, რომ მწვრთნელი მენდობა. მე ამისთვის სამაგიერო უნდა გადავუხადო და ვთვლი, რომ ეს გამომდის."-ციტირებს იანგის სიტყვებს The Telegraph-ი.
ინგლისელი ფეხბურთელი კლუბს 2011 წელს "ასტონ ვილადან" შეუერთდა. ამ დროის მანძილზე იანგმა კლუბის მაისური 168 მატჩში მოირგო და 14 გოლის გატანა მოახერხა.