ჰენრიხ მხითარიანმა მოსკოვში გამარჯვების შემდეგ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრის ასეთ განვითარებას არ ელოდა. აღსანიშნავია, რომ სომეხმა ფეხბურთელმა 50-ე შეხვედრა ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით.
"მოპოვებული გამარჯვებით გახარებული ვარ, თუმცა შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ შეხვედრის ასეთ მიმდინარეობას არ ველოდით, მითუმეტეს არ ველოდით თუ გუნდი შეძლებდა პირველივე ტაიმში დაესვა წერტილი თამაშისათვის, რამაც მოწინააღმდეგე გუნდი ძალზედ დააბნია.
რაც შეეხება მოპოვებულ თერთმეტმეტრიანს, ვფიქრობ, მსაჯმა სწორად შეაფასა მდგომარეობა, ჩემსა და მოწინააღმდეგე ფეხბურთელს შორის კონტაქტი აშკარა იყო.
მათთვის ყველაფერი არ დამთავრებულა, უბრალოდ წარმატებული ასპარეზობა მართებთ დარჩენილ შეხვედრებში, შანსები მიზერულია, მაგრამ მაინც არსებობს.
ეროვნული დროშების სტადიონზე ხილვა ჩემთვის ემოციური მომენტია, რაც დღევანდელ შეხვედრაშიც მოხდა, მე უბრალოდ გახარებული ვარ ამით. ვგრძნობ, გულშემატკივრების მხარდაჭერას, ეს ჩემთვის დამატებით მოტივაციას ნიშნავს.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სომეხ გულშემატკივარს, ვინც გვერდში მიდგას, ვეცდები მომავალ შეხვედრებშიც ღირსეულად ვიასპარეზო" - განაცხადა მხითარიანმა ინტერვიუს დასასრულს.
წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.