საფეხბურთო ექსპერტმა, ალექსანდრ ბუბნოვმა ცსკა-სა და "იუნაიტედის" მატჩის მისეულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
"არ ვფიქრობ, რომ "სპარტაკისა" და "ლივერპულის" მატჩთან პარალელი უნდა გავავლოთ. "იუნაიტედი" დღეს კლოპის გუნდს სჯობია და დამსახურებულად ლიდერობს პრემიერ ლიგას. უფრო მეტიც, ჩანს რომ "ლივერპულმა" მთელი ძალები დახარჯა . მაურინოს შეგირდებმა კი ყველაზე კარგ შემთხვევაში 50%. მათ ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყვიტეს. მეორე 45 წუთს კი უბრალოდ თამაშობდენ. მასპინძლების ყველა თვისება და გამოცდილება ნახევარ საათში დაინგრა.
ცსკა-ს მაღალ ტემპში თამაში არ შეუძლია და არც პრესინგი გამოუვიდათ. ამის გარეშე კი რამეზე ფიქრი შეუძლებელი იყო. შედეგი კანონზომიერია, თუმცა ანგარიში უჩვეულოდ დიდი. ასეთ დროს შეეძლოთ მეორე ტაიმში ახალგაზრდები გამოეყვანათ.
რა თქმა უნდა, გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხა სწრაფმა გოლმა და შემდეგ მეორე გოლმაც, რომელიც მსაჯის შეცდომას მოჰყვა. ამ ყველაფერს შემდეგ მესამე გოლიც მოჰყვა და ცსკა ნოკაუტში ჩავარდა. ამის შემდეგ თამაშმა აზრი დაკარგა. განსაკუთრებით კი "იუნაიტედისთვის", რომელმაც დარჩენილი დრო ეკონომიურ რეჟიმში გაატარა. ისიც უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა დაცვაში ყურადღებით იმოქმედეს და მასპინძლებს თითქმის შანსი არ მისცეს."- ციტირებს ბუბნოვის სიტყვებს Sportbox-ი.