თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2017, 14:30
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 1963,
კომენტარები: 10
გონჩარენკო: "იუნაიტედმა" გაგვანადგურა"
ვიქტორ გონჩარენკო მატჩის შემდეგ.
გონჩარენკო:
"ცსკას" მთავარი მწვრთნელი ვიქტორ გონჩარენკო თავისი გუნდის მარცხს ეხმაურება და ამბობს, რომ "იუნაიტედმა" მათ არანაირი შანსი არ დაუტოვა.

"არ ვიცი გვქონდა თუ არა რაიმე გეგმა, მაგრამ თუ ეს გეგმა არსებობდა შემიძლია გითხრათ, რომ პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ის გაქრა. ჩვენი თამაშის ხარისხი დაეცა, ვერ ვახერხებდით მეტოქის შეჩერებას, "იუნაიტედმა" ძალიან ბევრი მომენტი შეგვიქმნა. აკინფეევს უნდა ვუმადლოდეთ, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ დავმარცხდით. "იუნაიტედი" იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა, მათ უბრალოდ გაგვანადგურეს. ისინი ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან. ძალზედ განსხვავდება ჩვენი და მათი სათამაშო დონე და ეს დღეს შედეგზეც კარგად აისახა. შევეცდებით შემდეგ მატჩებში უკეთესი შედეგი დავაფიქსიროთ."

აქვე შემოგთავაზებთ ცნობილი რუსი ჟურნალისტის ალექსანდრე ბუბნოვის მატჩისშემდგომ კომენტარს:

"ვერ გავავლებდი "სპარტაკისა" და "ლივერპულის" შეხვედრასთან პარალელს, რადგანაც დღეს ჟოზე მოურინიოს შეგირდები უბრალოდ სჯობნიან კლოპის შეგირდებს და დამსახურებულადაც ლიდერობენ ჩემპიონატს. "ლივერპულმა" "სპარტაკთან" შეხვედრაში მთელი ძალები დატოვა მოედანზე, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა მოგება, "იუნაიტედმა" კი მაქსიმუმ 50%-ით დაიხარჯა და მაინც გაანადგურა "ცსკა". ყველასთვის ნათელია, რომ დღეს ინგლისისა და რუსეთის ჩემპიონატებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და სწორედ ამიტომაც მალე უნდა დავივიწყოთ ეს მატჩი. ჩვენი მთავარი მეტოქე "ბენფიკა" და "ბაზელია" და ჩვენ მათ წინააღმდეგ უნდა შევძლოთ ქულების მოპოვება."
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 სექტემბერი 2017 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
აჰაა სწორედ და საღად მოაზროვნე ხალხიი wink

აჰაა სწორედ და საღად მოაზროვნე ხალხიი wink
3
№2
ავტორი: iuristi
28 სექტემბერი 2017 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
1)ყოჩაღ ჟოზვარდი მოურინიოს wink ეხ ნეტა ადრე მოსულიყავი ჟოზე.
2)ვიტონიოს კომენტარი ხომ გახსოვთ ადრე? ეხლა მაინტერესებს რას იტყვის.
0
№3
ავტორი: irakli87
28 სექტემბერი 2017 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ბოლოს არც მახსოვს როდის გავიტანეთ რუსულ კლუბებთან გასვლაზე 4 გოლი. საღოლ!
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
28 სექტემბერი 2017 15:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბუბნოვმა სწორად შეაფასა, ლივერპულმა მართლა მთელი ძალები დატოვა მოსკოვში, არადა თითქოს ყველაფერი გააკეთეს მოგებისტვის, მაგრამ მარილი დააკლდათ
0
№5
ავტორი: giorgiginturi
28 სექტემბერი 2017 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ვიტონიო wink

კარგით რაა ხალხო, რა ვიტინიოო....... რა შანსებზე ბაზრობდა ის უბედური, კაიფში იყო და გაუსწორდა კომენტარი კაცს.. ი ვსოოოო
0
№6
ავტორი: giorgi_mg
28 სექტემბერი 2017 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პონიმარიოვმა რაო? ცოცხალია? wink am lol
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
28 სექტემბერი 2017 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
აი საღად მოაზროვნე ხალხი ამას ქვია რაის შანსი რის შანსი მართალი თქვეს მთავარი მეტოქე ბენფიკააა და ბაზელი ცეესკას სადაც შეუძლიათ აიღონ მაქსიმალური ქულები
0
№8
ავტორი: The Special One
28 სექტემბერი 2017 19:18
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
#ვიტინიოსგაედო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№9
ავტორი: stepno
28 სექტემბერი 2017 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
erti imas mivxvdi ro jozes mancheateri dzalian sashishiaa daa kide bevrjer gaaocebs yvelas:))
0
№10
ავტორი: Svanchester
28 სექტემბერი 2017 23:27
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
რო მახსენდება ეს რა სახით იჯდა მთელი მატჩი :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top