რომელუ ლუკაკუმ,რომელიც "ცესკასთან" მატჩში უეფამ საუკეთესოდ აღიარა ხუმრობით თქვა ,რომ მისი დუბლი აკინფეევის კარში შურისძიება იყო იმის გამო,რომ მან აკინფეევს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაუტანა.
უეფას ოფიციალურ საიტთან ლუკაკუმ თქვა:"მახსოვს ,რომ აკინფეევს ბრაზილიაში ვერ გავუტანე. ახლა ეს ჩემი დუბლი თავისებური შურისძიებაა. მე ჯერ კიდევ ვიხვეწები და ვსწავლობ წინა სეზონის შეცდომებზე.დღეს მატჩი არ ყოფილა ისეთი ადვილი,როგორადაც შეიძლება მოგვეჩვენოს. "ცესკა" ზეწოლას ახდენდა და შანსების შექმნას ცდილობდა. ჩვენ გაგვიჭირდა. მოგვიწევს კარგი მუშაობა, რათა " ოლდ ტრაფორდზე" მეტოქემ ბევრი თავსატეხი არ შეგვიქმნას."
ამ მეტოქეების საპასუხო მატჩი 5 დეკემბერს გაიმართება.