UEFA-ს ახალგაზრდული ლიგა / "ოქტიაბრ სტედიუმი", მოსკოვი / გოლები: მერენჩუკოვი 90+1/ ბერლოუ 8, გომესი 38 "მანჩესტერ იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდმა მოსკოვის ცსკა არცთუ სახარბიელო მოედანზე 2-1 დაამარცხა და თავის ჯგუფში ექვსი ქულა დააგროვა.
ეიდენ ბერლოუმ და ანხელ გომესმა, რომლებმაც ორი კვირით ადრე "ბაზელის" კარშიც გაიტანეს გოლი, ამჯერადაც მაოხერხეს თავისი გუნდის დაწინაურება და ანგარიშის ორამდე გაზრდა, თუმცა წინა მატჩისგან განსხვავებით მათ მხოლოდ ორი გოლის გატანაც ეყოთ გასამარჯვებლად, ვინაიდან მეარე ილიას მუთა-სებთაის ბევრი საქმე არ ჰქონია.
"იუნაიტედმა" თავისი ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, როცა ბერლოუმ მატჩის დებიუტში გახსნა ანგარიში, ნახევარ საათში კი გომესმა ორამდე გაზარდა ანგარიში.
მოსკოველი ახალგაზრდები მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, თუმცა პირველი გუნდის მსგავსად მათაც მატჩის ბოლოს გაიტანეს ერთადერთი გოლი, რითაც საბოლოო ანგარიში 1-2 დააფიქსირეს.