თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2017, 12:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1898,
კომენტარები: 8
ლუკაკუ კვირის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტია
ენტონი მარსიალი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე არ წარადგინეს.
ლუკაკუ კვირის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტია
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინეს.

ბელგიელმა ფორვარდმა მოსკოვის ცსკა-სთან მატჩში დუბლით გამოიჩინა თავი და თავის გუნდს 4-1 გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, რის შედეგადაც UEFA-ს ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში მოხვდა შვიდ სხვა ფეხბურთელთან ერთად, რომელთაგან ორი პრემიერ ლიგის წარმომადგენელია.

ლუკაკუ კვირის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტია


ლუკაკუს კონკურენტები იქნებიან: ნეიმარი (პსჟ), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი"), გონსალო იგუაინი ("იუვენტუსი"), კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის "რეალი"), ვინსენტ აბუბაქარი ("პორტუ").

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე: mvp.uefa.com

საგულისხმოა, რომ ნომინანტთა შორის ვერ მოხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი წარმომადგენელი ენტონი მარსიალი, რომელიც მოსკოვში სამი საგოლე გადაცემითა და გოლით გამოირჩა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 სექტემბერი 2017 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
სავარაუდოდ ცენზურა კეინი მოიგებს
0
№2
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2017 12:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჩემზე რომ ყოფილიყო არჩევანი, ლუკაკუს არანაირად არ დავაყენებდი მარსიალის წინ. ჯერ ერთი, ეპიზოდურად ლუკაკუ ძალიან ცუდი იყო, ბურთის მიღება დამუშავებაში საშინლად მოქმედებდა მეორე ტაიმში, უმეტესად ბურთს კარგავდა და არაზუსტ პასს აკეთებდა. ფორვარდის საქმე რაცაა, იმას გაართვა თავი და მომენტები კარგად გამოიყენა, თუმცა იყო კიდევ რამდენიმე მომენტი, რომელიც ფორვარდმა არც ეგრე უნდა განაგრძოს და არც ეგრე უნდა დაასრულოს. ეს ძირითადად კუნთების და ძალის ხარჯზე მოქმედებს, ჭკუას ცოტა შემთხვევაში თუ ატანს თამაშს. ერთი ეპიზოდი მახსოვს კიდევ, ისე გაიხსნა, ეგრე ფორვარდი თამაშს არ უნდა კითხულობდეს. საერთო ჯამში არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ შეიძლება უკეთესადაც ითამაშოს და აზროვნება სჭირდება.

ჩემი ხმა ჰარი კეინს მივეცი ისე fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: SANDROGRIGA
28 სექტემბერი 2017 12:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ეჭვი მაქ კეინი მოიგებს
0
№4
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2017 13:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კეინი იყო საუკეთესო და ლუკაკუზე მეტად მარსიალი იმსახურებდა ჩემი აზრით
0
№5
ავტორი: iuristi
28 სექტემბერი 2017 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ციტატა: RojoDiablo
ჩემზე რომ ყოფილიყო არჩევანი, ლუკაკუს არანაირად არ დავაყენებდი მარსიალის წინ. ჯერ ერთი, ეპიზოდურად ლუკაკუ ძალიან ცუდი იყო, ბურთის მიღება დამუშავებაში საშინლად მოქმედებდა მეორე ტაიმში, უმეტესად ბურთს კარგავდა და არაზუსტ პასს აკეთებდა. ფორვარდის საქმე რაცაა, იმას გაართვა თავი და მომენტები კარგად გამოიყენა, თუმცა იყო კიდევ რამდენიმე მომენტი, რომელიც ფორვარდმა არც ეგრე უნდა განაგრძოს და არც ეგრე უნდა დაასრულოს. ეს ძირითადად კუნთების და ძალის ხარჯზე მოქმედებს, ჭკუას ცოტა შემთხვევაში თუ ატანს თამაშს. ერთი ეპიზოდი მახსოვს კიდევ, ისე გაიხსნა, ეგრე ფორვარდი თამაშს არ უნდა კითხულობდეს. საერთო ჯამში არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ შეიძლება უკეთესადაც ითამაშოს და აზროვნება სჭირდება.

ჩემი ხმა ჰარი კეინს მივეცი ისე fellow

კუნთები და ძალა მართლა დიდი პლიუსი aqvs მაგასაც და ფელაინისაც.
0
№6
ავტორი: stepno
28 სექტემბერი 2017 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
lukaku halkiii chveni :-* :-*
0
№7
ავტორი: Svanchester
28 სექტემბერი 2017 23:22
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
შანსები მიზერულია ამის გამარჯვების
0
№8
ავტორი: ibra777
6 ოქტომბერი 2017 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
სწრაფი სესხები აწი არაფერი გამოუაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top