მოსკოვის ცსკა-სთან მოგებული მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ კრის სმოლინგი, ვიქტორ ლინდელეფი, ანდერ ერერა და ენტონი მარსიალი შეაქო.
რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნის შედეგად ძირითად შემადგენლობაში მყოფმა მოთამაშეებმა გუნდს დანაკლისი შეუვსეს და ცსკა-ს განადგურებაში მონაწილეობა მიიღეს. მოურინიოს კი მიაჩნია, რომ ეს თამაში ფეხბურთელებს წინსვლაში დაეხმარება. "ვფიქრობ, თამაში კარგი მხოლოდ გუნდისთვის და ფეხბურთელებისთვის შეიძლება იყოს.
გუნდს კი თავდაჯერებულობა აქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ორ მატჩში მოპოვებული ექვსი ქულა კარგ მდგომარეობაში გვამყოფებს. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათთვისაც კარგი იყო, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ.
სმოლინგი და ლინდელეფი უთამაშებლები იყვნენ და ძალიან კარგად ითამაშეს. ერერას დიდი ხანია არ დაუწყია შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში და მანაც კარგად ითამაშა - ასევე მარსიალმაც. მე მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე ვსაუბრობ, ვინც სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებიან", - განაცხადა მოურინიომ.
"იუნაიტედს" მომდევნო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" აქვს გასამართი, სადაც პრემიერ ლიგის ეგიდით "კრისტალ პალასს" უმასპინძლებს.
"ჩვენ შაბათს 6 საათზე ვითამაშებთ დასვენებული გუნდის წინააღმდეგ და თანაც ამ მატჩის შემდეგ, ასე რომ, არ უნდა მოვდუნდეთ, ღრუბლებში ფრენა არ დავიწყოთ და ჩვენს გზას გავყვეთ, რადგან ნამდვილად კარგად დავიწყეთ სეზონი."