ჟოზე მოურინიო მოხარულია მოსკოვის ცსკა-სთან მისი გუნდის თამაშით, რომლითაც "წითლებმა" UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯგუფში 6 ქულა დააგროვეს.
"წითლებმა" მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩში გაიტანეს 4 გოლი, რომელუ ლუკაკუმ კი თავისი დუბლით ორნიშნა რიცხვამდე აიყვანა გოლების რაოდენობა "იუნაიტედში", რასაც თავიანთი გოლები დაურთეს ჰენრიხ მხითარიანმა და ენტონი მარსიალმა.
შედეგად "იუნაიტედი" A ჯგუფის ლიდერია და შესაძლო 6 ქულიდან ექვსივეს ფლობს. მატჩის შემდეგ კი მოურინიომ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
გარეშე პირთათვის ადვილი გავხადეთ
"ვფიქრობ, უცხო თვალისთვის ადვილი გავხადეთ. ძალიან ძლიერად დავიწყეთ და ჩვენი მიდგომით გავაკვირვეთ, მართლაც ძლიერები ვიყავით. მატჩი მოვკალით. სულაც არ იყვნენ ისეთი ძლიერები, როგორიც არიან, მაგრამ ეს ჩვენი მიზეზით მოხდა."
მოულოდნელი, მაგრამ მართლაც კარგი
"მოულოდნელი იყო, პირველ ტაიმში 3-0 მართლაც მოულოდნელი იყო. მაგრამ ძლიერად დავიწყეთ, ნამდვილად ძლიერები ვიყავით, მათზე ზეწოლას ვახდენდით, ბურთს ვიბრუნებდით და ჩვენი კონტრშეტევები ყოველთვის სწრაფი და სახიფათო იყო. პირველ 30 წუთში 4-ჯერ დავარტყით, სამი გოლი გავიტანეთ და მეკარემ ფენომენალური სეივი განახორციელა ახლო ძელთან. ასე რომ, ძალიან ძლიერად დავიწყეთ და 3-0 მოგებით მატჩი ჩვენს ხელთ იყო. მერე კი საქმე მხოლოდ კონტროლს ეხებოდა, რაც ასევე კარგი იყო."
საუკეთესო თამაში რუსეთში
"ეს იყო ჩემი საუკეთესო გუნდი, რომელიც ცსკა-ს დაუპირისპირდა. რა თქმა უნდა, აქ ძალიან კარგი გუნდებით ვარ ჩამოსული - "ჩელსი", "ინტერი", მადრიდის "რეალი" - მაგრამ ეს საუკეთესო თამაში იყო. მადრიდის "რეალითა" და "ინტერით" აქ პლეი-ოფის სტადიაზე ვითამაშე. ჩამოვედით სპეციფიური შედეგისთვის, რომელიც დაგვაკმაყოფილებდა. გასვლაზე თუ გოლს გავიტანდით, კარგი იქნებოდა, 1-0 წაგებასაც არა უშავდა და 1-1 კარგი იყო. დღეს კი ძალიან ძლიერები ვიყავით, ჩემი საუკეთესო თამაში იყო რუსეთში."
წითელი რომელუ ფორმაშია
"შესანიშნავი შედეგი აქვს. ვიცით, რომ კარგი ფეხბურთელია, ბევრი გოლის გატანა შეუძლია და კარგი ფეხბურთელებით გარემოცულ გუნდში ამის გაკეთება კიდევ უფრო ადვილია. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გააქვს და თანაც თითქმის ყველა მატჩში. ჩემთვის უმნიშვნელოვანია მისი ღირებულება, მნიშვნელოვანი მხოლოდ ეს ორი მატჩი, 6 ქულა და ჩემპიონთა ლიგაზე კარგი პოზიციაა. კიდევ ოთხი მატჩი გვაქვს სათამაშო, მაგრამ ჩვენ მართლაც ძლიერად დავიწყეთ და თითქმის გასულები ვართ".
მოდუნება ნორმალურ დონეზე შეიმჩნეოდა
"ფლეისთეიშენის ფეხბურთი აღარ მინახავს, მხოლოდ მცირე მოდუნება, რეაქცია მასპინძელი გუნდისა, რომელსაც გოლის გატანა სურდა, სხვა შედეგის მიღწევა, ჩვენ კი მხოლოდ ოდნავ მოვდუნდით. რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნორმალურია. მომდევნო მატჩი შაბათს გვაქვს. "ლივერპულს" უფრო გაუმართლა, ვინაიდან მათ სამშაბათს და კვირას აქვთ მატჩები, ჩვენ კი ოთხშაბათს და შაბათს 6 საათზე. ასეთ დროს კი ნორმალური მოვლენაა, თუკი მოდუნდები."
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.