დღეს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, "იუნაიტედი" "ცსკას" ესტუმრა და მორიგ, ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღია, ანგარიშით 1-4.
შეხვედრა "იუნაიტედის" სრული უპირატესობით წარიმართა. ინგლისელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მოწინააღმდეგე და რიგით მე-2 , მეტად მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს.
სტუმართა მხრიდან ყველაზე აქტიური ენტონი მარსიალი გახლდათ, რომელმაც, გარდა გატანილი თერთმეტმეტრიანისა, ორ ეპიზოდში რომელუ ლუკაკუს გაატანინა და მატჩის საუკეთესოს წოდებაც მიიღო. შე-4 გოლი მხითარიანის ანგარიშზეა.