ჟოზე მოურინიომ კვლავ გაგზავნა თავისი სკაუტები იტალიაში, რათა "რომას" ნახევარმცველს, რაჯა ნაინგოლანს დაკვირვებოდნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი დიდი ხანია გახლავთ 29 წლის ფეხბურთელის თაყვანისმცემელი და მთელი ზაფხულის განმავლობაში უკავშირებდნენ ბელგიელს მის გუნდს.
პორტუგალიელი ემზადება პერიოდისთვის, როცა მაიკლ კერიკის შესაცვლელად და ნაინგოლანი მის პირველ არჩევანს წარმოადგენს.
სწორედ ამ მიზნით ჩავიდნენ "იუნაიტედის" სკაუტები "უდინეზესა" და "რომას" მატჩზე დასასწრებად, სადაც რაჯამ სრული შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მიმდინარე სეზონში მის 2 გოლსა და 1 საგოლე გადაცემას ვერაფერი შემატა.