ახალგაზრდა სენეგალელ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ ის საკმარისად კარგია ჟოზე მოურინიოს გუნდში სათამაშოდ.
18 წლის კრეპინ დიატა ნორვეგიულ კლუბში, "სარპსბორგში" 8 თებერვლიდან თამაშობს და ბრიტანულ მედია ამტკიცებს, რომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა სკაუტები ორშაბათს მის თამაშს აკვირდებოდნენ.
"არ ვიცოდი, რომ სკაუტები მატჩს ესწრებოდნენ, მაგრამ მათ რიგებში გადასვლა ოცნების ახდენა იქნება", - განაცხადა ფეხბურთელმა. "ვფიქრობ, საკმარისად კარგი ვარ, მაგრამ მე "სარპსბორგში" ვთამაშობ და ეს კლუბი მიყვარს. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში".
ნორვეგიაში გადასვლის შემდეგ დიატამ შვიდი გოლი გაიტანა და მათ შორისაა ბოლო ორი გოლი "სარპსბორგის" რიგებში ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.