"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა 2006 წელს ფრანკ რიბერიზე თქვა უარი.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ტონი ბლეერის მრჩეველმა ალისტერ კემბელმა გაიხსენა ეპიზოდი, როცა ის და ფერგიუსონი "ბოლტონის" და "მარსელის" შეხვედრაზე წავიდნენ. მაშინ რიბერი "მარსელში" გამოდიოდა.
22 წლის რიბერი იმ დროს ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს და ნაკრებშიც ათამაშეს, მაგრამ კემბელის სიტყვებით, ფერგიუსონი მომავალი ვარსკვლავით აღფრთოვანებული არ დარჩენილა.
"ფერგიუსონი რიბერის თამაშს უყურებდა,რომელიც მაშინ "მარსელში' იყო, მაგრამ უკვე შესვენებაზე ფერგიუსონმა თქვა: "ეს ბიჭი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" საკმარისად კარგი არ არის."-ციტირებს კემბელის სიტყვებს The Times.