"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ერიკ ბაიი მოუთმენლად ელის უეფა-ს ჩენპიონთა ლიგაზე თავის დებიუტს და აღნიშნავს, რომ ამაზე ყოველთვის ოცნებობდა.
კოტ დ'ივუარელმა ფეხბურთელმა "ბაზელთან" მატჩის გამოტოვა, ვინაიდან გასულ სეზონში ევროპა ლიგის ეგიდით "სელტასთან" მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაციას იხდიდა.
ცენტრალური მცველი, რომელიც პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" ყოველ მატჩში იღებს მონაწილეობას მიმდინარე სეზონში, დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნება დღეს საღამოს ცსკა-ს წინააღმდეგ. მისი თქმით, მოუთმენლად ელის ევროპის ელიტარულ ტურნირზე პირველად თამაშს.
"ჩემპიონთა ლიგისადმი დიდი პატივისცემით, მე ხელმისაწვდომი ვარ. ჩემი დისკვალიფიკაცია უკვე დასრულდა და ძალიან ბედნიერი ვარ. ამას მოუთმენლად ველოდი. ახლა მზად ვარ და იმედი მაქვს, გუნდში ვიქნები".
"წითლები" ჩემპიონთა ლიგას გასულ სეზონში ევროპა ლიგის მოგებით დაუბრუნდნენ და ბაიი აღნიშნავს, რომ თავისი კარიერული ამბიციების დასაკმაყოფილებლად სრულ მზადყოფნაშია. "ჩემთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის ვოცნებობდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე, მაგრამ აქამდე მხოლოდ ევროპა ლიგაზე ასპარეზობა გამომივიდა.
ჩემი ჩემპიონთა ლიგური ოცნება ახდება. ბედნიერი და მენტალურად მზად ვარ მატჩისთვის."
ბაიის ბევრი მატჩი აქვს ნანახი ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენს 3 ნომერს სჯერა, რომ ამ მატჩების ნახვა საკმარისი წამაქეზებელი მიზეზია ტურნირზე პირველად გასვლის წინ. "არსებობს რამდენიმე მატჩი, რომელთაც აღტაცებაში მოვყავარ - მაგალითად ფინალი მადრიდის "რეალსა" და "იუვენტუსს" შორის. არსებობს რამდენიმე სხვა მატჩებიც, ისინი მოტივაციას მაძლევდნენ.
ამ ტურნირისთვის თვალის დევნება ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ მონაწილეობამდე მისგან გამოცდილება მივიღე და ახლა მეც შემიძლია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში".
ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.